არტ-თერაპევტი - თბილისი, რეგიონები
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: არტ-თერაპევტი - თბილისი, რეგიონები
მომწოდებელი: ინიციატივა მოწყვლ. ჯგუფების რეაბილიტაციისათვის
გამოქვეყნდა: 20 მარ / ბოლო ვადა: 1 აპრ
ააიპ "ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის" ახორციელებს ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტს "გაუმჯობესებული შესაძლებლობები პატიმრების, ყოფილი პატიმრების და პრობაციონერების ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციისათვის".

პროექტის მიზანია: გავზარდოთ შეასძლებლობები პატიმრების, ყოფილი პატიმრებისა და პრობაციონერების, მათ შორის ნარკოტიკების მომხმარებლების ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის გასაუმჯობესებლად.

პროექტის ხანგრძლივობა არის 30 თვე.
პროექტი ხორციელდება თბილისში, ქუთაისში, ზუგდიდში, ბათუმსა და გრემში.

ააიპ "ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის" მიმდინარე პროექტის ფარგლებში აცხადებს შემდეგ ვაკანსიებს:

1. არტ თერაპევტი - ფსიქოლოგი - 1 პოზიცია (თბილისი/ქსანი), 1 პოზიცია (გეგუთი), 1 პოზიცია (გრემი);
2. არტ თერაპევტი - კერამიკოსი - 1 პოზიცია (თბილისი/ქსანი), 1 პოზიცია (გეგუთი), 1 პოზიცია (გრემი);

საქმიანობის დაწყების თარიღი: 2017 წლის 1 ივლისი.
სამუშაოს ხანგრძლოვობა: 24 თვე.

სამუშაოს ზოგადი აღწერა:

** არტ თერაპევტი - ფსიქოლოგი, არტ თერაპევტი- კერამიკოსი (ქსანი, თბილისი) - აღნიშნულ პოზიციაზე შერჩეული კანდიდატები კვირაში ორჯერ ჩაატარებენ არტ-თერაპიის სესიას. ერთი თერაპიული სესია ჩატარდება ქსანში მდებარე #15 პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო მეორე ქ. თბილისში მდებარე სოციალურ საწარმოში, რომელიც ეკუთვნის საინფორმაციო სამედიცინო-ფსიქოლოგიურ ცენტრს "თანადგომა";
** არტ თერაპევტი - ფსიქოლოგი, არტ თერაპევტი - კერამიკოსი (გეგუთი) - აღნიშნულ პოზიციაზე შერჩეული კანდიდატები კვირაში ერთხელ ჩაატარებენ არტ-თერაპიის სესიას #14 პენიტენციურ დაწესებულებაში;
** არტ თერაპევტი - ფსიქოლოგი, არტ თერაპევტი - კერამიკოსი (გრემი) - აღნიშნულ პოზიციაზე შერჩეული კანდიდატები კვირაში ერთხელ გაუძღვებიან არტ-თერაპიის სესიას სარეაბილიტაციო ცენტრში, რომელიც ეკუთვნის საინფორმაციო სამედიცინო-ფსიქოლოგიურ ცენტრს "თანადგომა".

ძირითადი მოვალეობები:

** არტ-თერაპიის სესიების ჩატარება;
** სამუშაო ადგილზე პენიტენციური დაწესებულების, სოციალური საწარმოს, სარეაბილიტაციო ცენტრის წარმომადგენლების ტრენინგი არტ თერაპიაში;
** არტ თერაპიისათვის საჭირო მასალების განსაზღვრაში არტ თერაპიის სუპერვაიზორისა და პროექტის მენეჯერის დახმარება;
** თერაპიული სესიების მიმდინარეობის შესახებ არტ თერაპიის სუპერვაიზორისა და პროექტის მენეჯერისთვის ანგარიშის წარდგენა;
** პროექტის წარმომადგენლების დახმარება პროექტის ფარგლებში შექმნილი ნამუშევრების გამოფენის ორგანიზებაში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება შესაბამის სფეროში (ფსიქოლოგი, კერამიკოსი);
** არტ თერაპევტად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** ტრენერად მუშაობის გამოცდილება.

უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ჯგუფური მუშაობა;
** პუნქტუალურობა.

შერჩევის დროს უპირატესობა მიენიჭება წამალდამოკიდებულ პირებთან, პატიმრებთან, ყოფილ პატიმრებთან ან პრობაციონერებთან მუშაობის გამოცდილების მქონე კანდიდატებს.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნონ CV და სამოტივაციო წერილი 2017 წლის 1 აპრილამდე ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: n.tsagareli@yahoo.com

შეკითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: 577 284658 - ნატალია ცაგარელი

წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და სამუშაოს ადგილმდებარეობა (გეგუთი, ქსანი და თბილისი ან გრემი). დაკავშირება და გასაუბრება მოხდება მხოლოდ საბუთებით შერჩეულ კანდიდატებთან.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე