გეოლოგი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: გეოლოგი
მომწოდებელი: ჰაიდელბერგცემენტ კაუკასუსი
გამოქვეყნდა: 19 მარ / განახლდა: 20 მარ / ბოლო ვადა: 27 მარ
თანდართული ფაილი: 136680-heidelberg-appform.zip
"ჰაიდელბერგცემენტ ჯგუფი" მსოფლიოს მასშტაბით სამშენებლო მასალების ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია, რომელსაც მოწინავე პოზიცია უკავია ინერტული მასალების, ცემენტის და ბეტონის წარმოების საერთაშორისო ბაზარზე. კომპანიის კუთვნილ 3000 საწარმოში, რომლებიც მსოფლიოს 60 ქვეყანაშია განთავსებული, 63000 თანამშრომელია დასაქმებული.

შპს "ჰაიდელბერგცემენტ კაუკასუსი", "ჰაიდელბერგცემენტ საქართველოს" წევრი კომპანია, აცხადებს ვაკანსიას გეოლოგის თანამდებობაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** საკარიერო რუკების, წიაღის დამუშავების გეგმების შედგენა
** სასარგებლო წიაღისეულის საბადოთა დამუშავებისა და გადამუშავების ცალკეულ ტექნოლოგიურ პროცესებში მონაწილეობა
** სასარგებლო წიაღისეულის დამუშავება-გადამუშავებასთან დაკავშირებული სტანდარტული ტექნოლოგიური პროცესების შესრულება. მათი ძირითადი პარამეტრების გაანგარიშება
** საინჟინრო-გეოდინამიკური პროცესების (მეწყერი, ეროზია, ღვარცოფი) საერთო შეფასება
** მოსალოდნელი მინერალური დაგროვების შესაძლო გენეტური ტიპების, მადნიანი სხეულების სავარაუდო ფორმების და სივრცობლივი ორიენტაციის ელემენტების განსაზღვრა
** საძიებო გეოლოგიური სამუშაოებში მონაწილეობა; სამთო საამქროების გეოლოგიური მომსახურება
** საწარმოებში საშიში და მავნე ფაქტორების, პროფესიული რისკების გამოვლენა, შრომის ჰიგიენურ- სანიტარული პირობების, ელექტრო და ხანძარფეთქებად უსაფრთხოების ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება
** საგანგებო სიტუაციების, ობიექტების, ტექნოგენური რისკების გამოვლენა, მუშა-მოსამსახურეთა დაცვა, ავარიებისა და კატასტროფების შედეგების ლოკალიზაცია-ლიკვიდაციის ღონისძიებებში მონაწილეობა
** სამთო საქმისა და გეოინჟინერიის მკაფიოდ გამოკვეთილი ტექნიკური პრობლემების იდენტიფიცირება
** თანამედროვე საინფორმაციო საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მრავალმხრივი გამოყენება, პროექტთან დაკავშირებული ინფორმაციის (ანგარიშის) მომზადება და წარდგენა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ხარისხი სამთო-გეოლოგიის დარგში
** სამუშაო გამოცდილება/სტაჟირება კარიერებზე ჩაითვლება უპირატესობად
** ქართული და ინგლისური ენების ცოდნა (სასურველია რუსული ენა)
** კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა (MS office programs)
** გეოინფორმაციული სისტემების (ArchGIS) ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
** სამთო მანქანების, ელექტრო მექანიკისა და საწარმოო პროცესების ავტომატიზაციის სფეროს ფართო ცოდნა
** წიაღისეულის დამუშავებისა და გადამუშავების თეორიული და სტანდარტული პრაქტიკული საკითხების ცოდნა
** სამთო სამუშაოების ნებართვები, რეკულტივაციის სამუშაოები და ბიომრავალფეროვნება
** მარკშეიდერული აზომვები
** ინტერესის, ინიციატივის გამოჩენის უნარი და აქტიურობა
** პრობლემური საკითხების გადაწყვეტის უნარი
** დამოუკიდებელი და ჯგუფური მუშაობის უნარ-ჩვევები

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ შეავსოთ თანდართული სააპლიკაციო ფორმა და გამოგზავნოთ მისამართზე: vacancy@heidelbergcement.ge არაუგვიანეს 2017 წლის 27 მარტისა.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ შერჩევისას განიხილება მხოლოდ სრულყოფილად შევსებული ჰაიდელბერგცემენტის ოფიციალური სააპლიკაციო ფორმა, რომელიც თანდართულია განცხადებასთან.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე