ფარმაციის კურსები აფთიაქში სტაჟირებით - თბილისი, თელავი
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ფარმაციის კურსები აფთიაქში სტაჟირებით - თბილისი, თელავი
მომწოდებელი: NB აკადემია
გამოქვეყნდა: 19 მარ / ბოლო ვადა: 19 აპრ
"NB" აკადემია, რომელიც 2010 წლიდან ფუნქციონირებს, გთავაზობთ ფარმაცევტთა გადამზადების კურსებს, ავერსში, ჯი პი სი-ში ნეოფარმ-ში; 36/6-ის აფთიაქებში სტაჟირებით.

წარმატებულ მსმენელებს ექნებათ გარანტირებული დასაქმების შანსი.

კურსი გათვალისწინებულია მათთვის ვისაც სურს აფთიაქში მუშაობა ან კვალიფიკაციის ამაღლება აღნიშნულ სფეროში.

ტრენინგი შედგება ორი საფეხურისაგან: ლექციური და პრაქტიკული. პრაქტიკის გავლა შესაძლებელია როგორც თბილისის (საცხოვრებელი ადგილის მიხედვით) ისე რეგიონების მასშტაბით. გორი; ქუთაისი; ფოთი; ბათუმი. ზუგდიდი. რუსთავი და ა.შ.
სტაჟირების ხანგრძლივობა: აფთიაქში შეადგენს 1 თვეს სრული დატვირთვით დილის 11 სთ-დან საღამოს 5 სთ-მდე.
სტაჟიორები შეისწავლიან როგორც აფთიაქის ოპერატორის ისე აფთიაქის მენეჯერის სააფთიაქო პროგრამას.

პროგრამა მოიცავს როგორც მარკეტინგის, სოციალური ფარმაციის და ფარმაკოლოგიის საკითხებს:

ფარმაციის არსი და ამოცანები. აფთიაქის სტრუქტურა. კანონი წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ. საქართველოს ფარმაცევტული ბაზრის მიმოხილვა. სამკურნალო საშუალებების და სამედიცინო დანიშნულების საგნების შენახვის ძირითადი წესები.

რეცეპტის სტრუქტურა. ფარმაცევტული ინფრასტრუქტურა და კონკურენცია ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე. კონფლიქტის მართვა. ფარმაცევტული საქმიანობის ლიცენზირება, საკანონმდებლო მოთხოვნები. საბითუმო და საცალო რგოლის საქმიანობის ორგანიზაცია ფარმაცევტულ ბაზარზე;
ფარმაცევტული ეთიკისა და დეონტოლოგიის პრინციპები. კომუნიკაციის სპეციფიკა ფარმაცევტულ დაწესებულებაში. მომხმარებელთან ურთიერთობის პროცესის ძირითადი ელემენტები სააფთიაქო პრაქტიკაში. მარკეტინგის საკითხები, მერჩენდაიზინგი. გაყიდვების ტექნიკა. მომხმარებელზე პროდუქტის გაცემის წესები. ბავშვთა მოვლა, ჰიგიენა და კვება. სამკურნალო და დეკორატიული კოსმეტიკა. საქართველოში მოქმედი სამკურნალო კოსმეტიკური ფირმები. პროდუქციის მიღება - განთავსება, ნაშთის პერიოდული კონტროლი. ცნება მარკირების შესახებ. "ცივი ჯაჭვის" მედიკამენტები. აფთიაქის სანიტარიულ-ჰიგიენური/ტექნიკური პირობები. სამედიცინო დანიშნულების ნაწარმის შენახვა. პროდუქციის განლაგება სამომხმარებლო დარბაზში. ინვენტარიზაცია - აღწერა - ნაშთების პერიოდული კონტროლი. ჯვარედინი გაყიდვები. გაუვარგისებული საქონლის ჩამოწერა. ტარის აღრიცხვა.

ფარმაკოლოგიის საკითხები:

** ფარმაკოდინამიკა. ფარმაკოკინეტიკა. ფარმაკოთერაპია. წამლის ორგანიზმში მიღების გზები. განაწილება ორგანიზმში. ბიოლოგიური ბარიერები. დეპონირება. წამლის დოზები და მათი სახეები. ბიოლოგიური სტანდარტები. წამალთა კომბინირებული მოქმედება.
** ჯენერიკები და ორიგინალური სახელწოდებები.
** სამკურნალო მცენარეული ნედლეული. ჰომეოპათიური პრეპარატები. ბიოლოგიურად აქტიური დანამატები. (ბად)
** გულ სისხლძარღვთა სისტემაზე მოქმედი პრეპარატები. ჰიპოტენზიური პრეპარატები (ბეტა ბლოკერები, აგფ-ის ინჰიბიტორები, კალციუმის ანტაგონისტები, დიურეზული პრეპარატები). ანტიანგინალური პრეპარატები. ანტიკოაგულანტები, ანტიაგრეგანტები. ჰემოსტატიკები.
** ანტიბიოტიკები. ზოგადი მიმოხილვა. პენიცილინების, მაკროლიდების, ამონოგლიკოზიდების და ცეფალოსპორინების ჯგუფის ანტიბიოტიკები.
** ანტიპროტოზული, ანტიმიკოზური და ანტიჰელმინთური პრეპარატები.
** ჰორმონალური პრეპარატები. გლუკოკორტიკოსტეროიდები. სასქესო ჰორმონები. ფარისებური ჯირკვლის ჰორმონები.
** ნერვულ სისტემაზე მოქმედი პრეპარატები; ნეიროლეფსიური პრეპარატები. ანტიდეპრესანტები. ანტიკონვულსანტები. ტრანკვილიზატორები და საძილე პრეპარატები. თავის ტვინის მეტაბოლიზმზე მოქმედი პრეპარატები.
** ანტიჰისტამინური პრეპარატები. ამოსახველებელი და სიცხის დამწევი საშუალებები.
** ვიტამინები. მიკროელემენტები.
** ნარკოტიკული და არანარკოტიკული ანალგეტიკები.
** კუჭის წყლულის სამკურნალო პრეპარატები. ფერმენტული პრეპარატები. ნაღვლმდენი საშუალებები და ჰეპატოპროტექტორები.

კურსის ხანგრძლივობა: 3 თვე.
კურსის ღირებულება: 150 ლარი. (თვე)
გაითვალისწინეთ საუკეთესო კურსდამთავრებულებს ცენტრი გარანტირებულად ეხმარება დასაქმებაში!

ლექციებს კითხულობენ სამედიცინო უნივერსიტეტის ლექტორები.

კურსის ხანგრძლივობაა 3თვე. მეცადინეობა ტარდება კვირაში სამჯერ.

ფილიალების მისამართი:

თბილისი: თავისუფლების მოედანი. სულხან საბას ქ.1/5. ეროვნული ბანკის გვერდით. ტელეფონი: 272-87 -87; 593 73 70 43
ქუთაისი: 598 39 48 99
ბათუმი: 599 41 95 62
ახალციხე: 2 180 610
ზუგდიდის ფილიალი: კოსტავას ქ.40; 568 -888 119
ელ-ფოსტა: birchadze12@gmail.com
ვებ-გვერდი: http://www.nbacademy.ge
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე