კონკურსი სადისტრიბუციო მომსახურებაზე
 
ყველა ტენდერი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: კონკურსი სადისტრიბუციო მომსახურებაზე
მომწოდებელი: ჯორჯიან ალიანსი
გამოქვეყნდა: 18 მარ / ბოლო ვადა: 19 აპრ
შპს "ჯორჯიან ალიანსი" აცხადებს კონკურსს სადისტრიბუციო კომპანიების შესარჩევად, შემდეგი პროდუქციის რეალიზაციისთვის.

სარეალიზაციო პროდუქცია: საკონდიტრო ნაწარმი, ნატურალური წვენები, ლუდი "ჟიგულოვსკოე", ლუდი "ზიბერტი", ლუდი "ობოლონი" , ლუდი "ლომისელი", "გორდელა", "ზლატა პრაღა", "მაგნატი", ჩამოსასხმელი ლუდი, ლიმონათი "ლომო-ლიმო", მზესუმზირის ზეთი, "სუხარიკი ობოლონსკიე", ერთჯერადი ჭიქები

ანაზღაურება: შეთანხმებით.

დისტრიბუციის მიზნებისთვის საქართველოს ტერიტორია დაყოფილი გვაქვს ზონებად. დისტრიბუტორობის მაძიებელ ერთ და იგივე კომპანიას შეუძლია განაცხადი გაკეთოს ერთ ან რამდენიმე საქონელზეც:

** კახეთი: მთლიანად კახეთის რეგიონი, საგარეჯოს რაიონის გარდა;
** მცხეთა-თიანეთი
** გორის რაიონი, კასპის რაიონი, ქარელის რაიონი
** სამცხე-ჯავახეთი: სამცხე-ჯავახეთის რეგიონი, ბორჯომის რაიონის გამოკლებით
** ქუთაისი, ბაღდათის რაიონი, წყალტუბოს რაიონი, ვანის რაიონი
** ზესტაფონის რაიონი, ხარაგაულის რაიონი, თერჯოლის რაიონი,
** სამტრედიის რაიონი, ხონის რაიონი
** საჩხერის რაიონი, ჭიათურის რაიონი;
** რაჭა-ლეჩხუმი: მთლიანად რეგიონი
** ფოთი-გურია: ქ. ფოთი, გურიის რეგიონი.
** აჭარა: მთლიანად აჭარის რეგიონი.

მაძიებელმა კომპანიამ უნდა წარმოადგინოს:

** წერილობითი განაცხადი პროდუქციის დისტრუბუციის სურვილის თაობაზე, სადაც მითითებული იქნება, თუ რომელ ზონაზე აქვს მაძიებელს დისტრიბუციის სურვილი.
** საკუთარი ბიზნესის მოკლე აღწერილობა: საქმიანობის ტიპი, სადისტრიბუციო გამოცდილება, სასაწყობე ფართისა და თავისუფალი ფულადი სახსრების არსებობა. ა/ტრანსპორტის არსებობის შემთხვევაში ტექნიკური მონაცემები (ტიპი და რაოდენობა).

განაცხადება წარმოდგენილი უნდა იყოს შემდეგ ელფოსტაზე: georgianalliance@gmail.com | vepkhia@obolon.ge 2017 წლის 19 აპრილამდე. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.
 
ყველა ტენდერი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე