ლიზინგის ოფიცერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ლიზინგის ოფიცერი
მომწოდებელი: ალიანს ჯგუფი ლიზინგი
გამოქვეყნდა: 17 მარ / განახლდა: 21 მარ / ბოლო ვადა: 31 მარ
სს "ალიანს ჯგუფი ლიზინგი" აცხადებს ვაკანსიას ლიზინგის ოფიცრის თანამდებობაზე.

სს "ალიანს ჯგუფი ლიზინგი" არის სს "ალიანს ჯგუფი ჰოლდინგის" (http://www.agh.ge) შვილობილი კომპანია, რომელიც დაარსდა 2006 წელს. "ალიანს ჯგუფი ლიზინგი" ერთ-ერთი პირველი ფინანსური ორგანიზაციაა, რომელმაც საქართველოში საწარმო და საყოფაცხოვრებო ინვენტარის იჯარით მომსახურება დანერგა. კომპანია ძირითადად ემსახურება კორპორატიულ სეგმენტს, მცირე და საშუალო ზომის ბიზნესების, აგრარული მეურნეობების განვითარებას და ფიზიკურ პირებს. სს "ალიანს ჯგუფი ლიზინგი" არის ISO-9001 ხარისხის საერთაშორისო სერტიფიკატის მფლობელი. კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს http://www.agl.ge.

დასაქმების თარიღი: აპრილი, 2017 წელი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების სფეროში;
** გამოცდილება ფინანსებში ან გაყიდვებში;
** ინგლისური და რუსული ენების საშუალო დონეზე ცოდნა;
** MS Office-ის ცოდნა;
** მართვის მოწმობის ქონა (ავტომობილის ყოლა პრიორიტეტულია);

ძირითადი მოვალეობები:

** ახალი კლიენტების მოძიება, შეხვედრების დაგეგმვა, პროდუქტების პრეზენტაცია და მომზადება;
** კლიენტებთან პირველადი გასაუბრების ჩატარება და შეთავაზების მომზადება;
** სალიზინგო პროდუქტისთვის საჭირო პროდუქტის შეკრება;
** დროულად და ხარისხიანად სალიზინგო პროექტის მომზადება, ფინანსური ანალიზის მომზადება;
** პროექტის კომიტეტზე გატანა და დაცვა, კითხვების არსებობის შემთხვევაში თავიდან დამუშავება და კომიტეტზე გატანა;
** კლიენტისთვის კომიტეტის გადაწყვეტილების შეტყობინება
** სახელშეკრულებო პროცესის მართვა, იურისტის ჩათვლით ;
** ფაილინგი დოკუმენტაციის შენახვა და კონფიდენციალობის უზრუნველყოფა;
** გაცემული პორტფელის კონტროლი და მონიტორინგი, მოსალოდნელი რისკების დროულად იდენტიფიკაცია და პრევენცია;
** განყოფილების უფროსის მიერ გაწეული დავალებების დროულად და ჯეროვნად შესრულება;

აღნიშნული სამუშაოს შესრულებისთვის აუცილებელი უნარები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** მაღალი სამუშაო დისციპლინა და ეთიკა;
** შედეგსა და გრძელვადიან თანამშრომლობაზე ორიენტირებული;
** გაყიდვებზე ორიენტირებული;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** კომუნიკაბელური;
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი.

სამუშაოს გრაფიკი:

სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი;
სამუშაო საათები: 09:30-18:30 სთ (1-საათიანი შესვენებით).

დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ CV შემდეგ ელ-მისამართზე: recruitment@agh.ge და სათაურში მიუთითონ ვაკანსიის დასახელება - "ლიზინგის ოფიცერი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 31 მარტი, 2017 წელი .

გასაუბრებისთვის განიხილებიან მხოლოდ ის კანდიდატები, რომელთა რეზიუმე პასუხობს სავაკანსიო მოთხოვნებს.

მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე