კონსულტანტ-გამყიდველი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: კონსულტანტ-გამყიდველი
მომწოდებელი: ფრეკო
გამოქვეყნდა: 17 მარ / ბოლო ვადა: 31 მარ
კომპანია "ფრეკო" პირველი ქართული კარტოფილის ფრის მწარმოებელია საქართველოში. ფრეკოს საწარმო მდებარეობს ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუსხში. ჩვენი პროდუქცია იწარმოება მხოლოდ ახალციხის ეკოლოგიურად სუფთა კარტოფილით, არ შეიცავს ქიმიურ დანამატებს და არის ნატურალური ქართული პროდუქტი.

კომპანიის შესახებ ინფორმაციისთვის გადადით ჩვენს საიტზე http://www.freco.ge ან ფეისბუქის გვერდზე: https://www.facebook.com/FRECO.GE/

ფრეკო მთაწმინდის პარკში (საბავშვო ზონაში) ხსნის ფრის გაყიდვის ჯიხურს, სადაც ესაჭიროება გამყიდველ-კონსულტანტი გოგონები.

ძირითადი მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა
** რუსული და ინგლისური ენის ელემენტარულ დონეზე ცოდნა, ტურისტი კლიენტების მომსახურებისთვის

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** კომუნიკაბელურობა
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებლების მომსახურება
** ფრის შეწვა, სხვა პროდუქტების მომზადება და გაყიდვა
** პროდუქციის კონტროლი
** სხვა პროცესებში მონაწილეობა

მთაწმინდის პარკის მუშაობის სტანდარტიდან გამომდინარე კონსულტანტ-გამყიდველს მოუწევს ზაფხულის თვეებში საღამო საათებში მუშაობაც, პარკის სამუშაო საათების მიხედვით.

ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + გაყიდვების გეგმის შესრულებაზე ბონუსი

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, 2017 წლის 31 მარტის ჩათვლით გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე და ფოტოსურათი შემდეგ მისამართზე info@freco.ge და ელექტრონული ფოსტის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:

1. ანკეტების გადარჩევა;
2. გასაუბრება.

მხოლოდ დადებითი პასუხის შემთხვევაში დავუკავშირდებით შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე