IT მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: IT მენეჯერი
მომწოდებელი: სვის კაპიტალი
გამოქვეყნდა: 17 მარ / ბოლო ვადა: 2 აპრ
სს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სვის კაპიტალ" აცხადებს ვაკანსიას IT მენეჯერის თანამდებობაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის განვითარების ბიზნეს-სტრატეგიის შესაბამისად IT სტრატეგიის შემუშავება;
** კომპანიის მოთხოვნების, თანამედროვე ტენდენციებისა და ბიუჯეტის გათვალისწინებით, ინფორმაციული ტექნოლოგიების პოლიტიკის შემუშავება/დანერგვა;
** განყოფილების თანამშრომლის - ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტის -მართვა;
** კომპანიაში არსებული კომპიუტერული და სხვა ტექნიკის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
** კომპანიის შიდა ქსელის, სერვერების, ბიზნეს აპლიკაციების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
** მონაცემთა უსაფრთხოების უზრუნველყოფა, რეზერვაცია (backup) და მონაცემთა დაკარგვის პრევენცია;
** მონაცემთა ბაზების (Oris/Superfin) მართვა; პროგრამის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
** კორპორატიული მეილის, ანტივირუსის და ფაერვოლი მონიტორინგი და რეგულარული შემოწმება;
** ვირტუალური სერვერების მონიტორინგი, რეგულარული შემოწმება;
** მომხმარებლების ჯგუფებზე შეზღუდვების დაწესება, მოთხოვნისამებრ;
** უსაფრთხოების სისტემების მართვა;
** კომპანიაში ბიზნეს-პროცესების ავტომატიზაციისა და ოპტიმიზაციის მიზნით ახალი IT პროექტების ზედამხედველობა;
** თანამშრომლების დახმარება ტექნიკური პრობლემების მოგვარებაში; საჭიროების შემთხვევაში მათი ტრენინგი;
** ვებ-მხარდაჭერა;
** Windows/Linux სერვერების ინსტალაცია, კონფიგურაცია და ადმინისტრირება;
** ინსტალაცია, კონფიგურაცია და ადმინისტრირება: Windows/Linux/VMWare system software, როგორიცაა ESXi, vCenter, device drivers და firmware;
** ინსტალაცია, კონფიგურაცია და ადმინისტრირება ვინდოუს სერვერების: MSQ SQL, Active Directory, Application Servers, DHCP, DNS, IIS და სხვა;
** ინსტალაცია, კონფიგურაცია და მართვა iSCSI SAN ქსელური მოწყობილობების;
** დირექტორის მითითებებისა და დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ტექნიკური განათლება (ინფორმატიკის ბაკალავრი; კომპიუტერული მეცნიერების, ინფორმაციული სისტემების ან ინფორმაციული ტექნოლოგიების მაგისტრი);
** ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში (ქსელის და სისტემის ადმინისტრირება) მუშაობის 3-5 წლიანი გამოცდილება;
** IT განყოფილების უფროსად მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება - სასურველია;
** Linux/windows სისტემების ღრმა ცოდნა;
** VoIP სისტემის ღრმა ცოდნა;
** Cisco-ს როუტერების და როუტინგ პროტოკოლების ღრმა ცოდნა. სასურველია CCNP სერტიფიკატის ქონა;
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა.

სხვა მოთხოვნები:

** რამდენიმე ამოცანაზე პარალელურად მუშაობის უნარი;
** დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** სისხარტე მუშაობაში;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** ორგანიზებულობა/მოწესრიგებულობა.
** ინტენსიური დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი.

სამუშაო პირობები:

სრული განაკვეთი; ორშაბათი-პარასკევი: 10:00-18:30;
გამოსაცდელი ვადა: 3 თვე.
ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე ფოტოსურათით (3X4) შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@swisscapital.ge არაუგვიანეს 02.04.2017. წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "IT Manager".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე