ქოლ-ცენტრის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ქოლ-ცენტრის ოპერატორი
მომწოდებელი: გლობალ ბენეფიტს ჯორჯია
გამოქვეყნდა: 17 მარ / ბოლო ვადა: 30 მარ
რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია "გლობალ ბენეფიტს ჯორჯია" ახალი ინოვაციური მოთამაშეა საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე. ჩვენ ვართ საერთაშორისოდ დამკვირდებული და აღიარებული კომპანია Global Benefits Group-ის რეგიონალური ფილიალი. როგორც GBG-ის ოჯახის წარმომადგენლებს, წვდომა გვაქვს 36 წლიან საერთაშორისო გამოცდილებასთან და ვავითარებთ ბენეფიტ პროგრამებს, რომელიც მოიცავს სადაზღვევო სფეროს სრულ სპექტრს.

სს რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: - ცვლაში (ითვალისწინებს ღამის ცვლაში მორიგეობას)

მოვალეობები:

** დაზღვეულების სატელეფონო ზარების მიღება, დაზღვეულების იდენტიფიცირება;
** კონსულტაციების გაწევა სადაზღვევო პირობების შესახებ;
** ზარალების იდენტიფიკაცია და პროგრამაში ფიქსირება;
** სადაზღვევო შემთხვევის კოორდინირება;
** დაზღვეულების ინფორმირება ზარალის ანაზღაურების შესახებ;
** ზარების გადამისამართება;
** კლიენტების ვიზიტების დაგეგმვა;
** ტელეფონის საშუალებით კლიენტების უზრუნველყოფა საჭირო ინფორმაციით;
** სადაზღვევო პროგრამასთან მუშაობა;
** სხვა დავალებები და პასუხისმგებლობა მოთხოვნის შესაბამისად;

სამუშაო მოთხოვნები:

განათლება / სამუშაო გამოცდილება:

** აუცილებელია უმაღლესი სამედიცინო განათლება (შესაძლებელია დამამთავრებელი კურსის სტუდენტი);
** სასურველია სადაზღვევო კომპანიაში ან სატელეფონო ცენტრში მუშაობის გამოცდილება;
** MS Office პროგრამების ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების კარგად ცოდნა.

უნარ-ჩვევები:

** გამართული მეტყველება;
** კომუნიკაციის უნარი;
** მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
** ყურადღება დეტალების მიმართ და ანალიზის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
** გუნდური მუშაობა;
** ღამის ცვლაში მუშაობის უნარი;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@benefits.ge 2017 წლის 30 მარტის ჩათვლით. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე