ტენდერი კომპიუტერული ტექნიკის შესყიდვაზე
 
ყველა ტენდერი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ტენდერი კომპიუტერული ტექნიკის შესყიდვაზე
მომწოდებელი: PH International
გამოქვეყნდა: 17 მარ / ბოლო ვადა: 6 აპრ
თანდართული ფაილი: 136605-ph international.zip
ამერიკული ორგანიზაცია PH International, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროგრამის "მომავლის თაობა" ფარგლებში (თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება AID-114-A-14-00006) აცხადებს ღია ტენდერს კომპიუტერული ტექნიკის შესყიდვაზე და იწვევს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად ყველა დაინტერესებულ პირს.

ძირითადი მოთხოვნები:

ყველა დაინტერესებული მხარე, რომელიც აპირებს მონაწილეობის მიღებას წინამდებარე ტენდერში, უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:

** კომპიუტერული ტექნიკით ვაჭრობის გამოცდილება ბოლო სამი წლის განმავლობაში;
** ბოლო სამი წლის განმავლობაში განხორციელებული უნდა ჰქონდეს არანაკლებ ორი მსგავსი მასშტაბის კონტრაქტი კომპიუტერული ტექნიკის მიწოდებაზე.

სხვა მოთხოვნები:

** სატენდერო წინადადების ფასი წარმოდგენილი უნდა იქნას დანართ #2-ის (ფასთა კვოტირების ფორმა) შევსების გზით. ყველა ის ხარჯი, რომელიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არ დაექვემდებარება ანაზღაურებას.
** დანართ #2-ის შესაბამის ველებში უნდა იქნას წარმოდგენილი პროდუქციის როგორც თავდაპირველი (5-6 სვეტი), ასევე ფასდაკლებული ფასები (7-8 სვეტი) დღგ-ს გარეშე.
** შემოთავაზებული ტექნიკა უნდა აკმაყოფილებდეს დანართ #2-ში მითითებულ ტექნიკურ მახასიათებლებსა (სპეციფიკაციები) და საგარანტიო პირობებს.

კონტრაქტის პირობები და ანაზღაურება:

** კონტრაქტის ფარგლებში გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს აღნიშნული ტექნიკის მოწოდება 2017 წლის აპრილი-მაისის თვეში, ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში.
** კონტრაქტით გათვალისწინებული თანხის სრული ანაზღაურება მოხდება ტექნიკის მიწოდებიდან და დამკვეთსა და კონტრაქტორს შორის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, უნაღდო ანგარიშსწორებით ეროვნულ ვალუტაში.
** ანაზღაურება მოხდება საქართველოს ეროვნულ ვალუტაში, საქართველოს ბანკის მიერ დადგენილი გაცვლითი კურსის შესაბამისად.
** გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა გაითვალისწინოს, რომ ხელშეკრულების გაფორმების მომენტში, წინამდებარე ტენდერის საფუძველზე შემოთავაზებული კომპიუტერული ტექნიკა სრულად უნდა იმყოფებოდეს საქართველოს ტერიტორიაზე. ამ ფაქტის დამადასტურებლად კომპანიამ ხელშეკრულების გაფორმებამდე დამკვეთს უნდა წარუდგინოს ოფიციალური წერილი, რომ აღნიშნული ტექნიკა ნამდვილად იმყოფება საქართველოში.

შერჩევის კრიტერიუმები:

** შემოთავაზებების განხილვის პროცესში უპირატესობა მიენიჭება იმ სატენდერო წინადადებას, რომელიც დააკმაყოფილებს ყველა ზემოთ აღნიშნულ მოთხოვნას და წარმოადგენს კონკურენტულ ფასს.
** შერჩევის ერთ-ერთ კრიტერიუმად ასევე განიხილება პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული პროდუქციის უკეთესი ტექნიკური მახასიათებლები, ვიდრე ეს მითითებულია დანართ #2-ში.
** არასრულად წარმოდგენილი სატენდერო წინადადება არ განიხილება.

პროცედურა:

წინამდებარე კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, ყველა დაინტერესებული მხარე ვალდებულია წარმოადგინოს ტენდერში მონაწილეობის განაცხადი, ფასთა კვოტირების ფორმა და ინფორმაცია განმცხადებლის შესახებ ამ განცხადებაზე თანდართული შემდეგი ფორმების ჩამოტვირთვისა და შევსების გზით:

** დანართი # 1 (ტედნერში მონაწილეობის განაცხადი);
** დანართი #2 (ფასთა კვოტირების ფორმა). გაითვალისწინეთ, რომ ფასები წარმოდგენილი უნდა იყოს დოლარებში, დღგ-ს გარეშე;
** დანართი # 3 (ინფორმაცია განმცხადებლის შესახებ).

დანართებს თან უნდა ერთვოდეს შემდეგი დოკუმენტაცია:

** ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, რომელიც გაცემული უნდა იყოს წინამდებარე ტენდერის გამოქვეყნების შემდეგ;
** ცნობა, რომ მის მიმართ არ ხორციელდება რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია.

სატენდერო წინადადება ყველა ზემოთ ხსენებულ დოკუმენტაციასთან ერთად წარმოდგენილი უნდა იქნას დალუქული კონვერტით არა უგვიანეს 2017 წლის 6 აპრილის 18:00 საათისა, შემდეგ მისამართზე: ქ.თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი # 17ბ, 1 სადარბაზო, 1 სართული / PH International.

საკონტაქტო პირი: თეა მშვენიერაძე
ელ.ფოსტა: tea.mshvenieradze@ph-int.org
ტელ: 2 990049 ან 2 233338.
 
ყველა ტენდერი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე