1C ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: 1C ოპერატორი
მომწოდებელი: პრემიუმ ფუდსი
გამოქვეყნდა: 17 მარ / ბოლო ვადა: 17 აპრ
სადისტრიბუციო კომპანი "პრემიუმ ფუდს" აცხადებს ვაკანსიას 1C ოპერატორის თანამდებობაზე თბილისში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** პროგრამა 1C-ის (მაღაზია-საწყობი) სრულყოფილად ცოდნა
** 1C პროგრამასთან გაყიდვების/შესყიდვების სფეროში ოპერატორად მუშაობის მინიმუმ 1 წლის გამოცდილება;
** Microsoft Excel-ის და სხვა საოფისე პროგრამების ცოდნა;
** RS-თან მუშაობის გამოცდილება.

შესასრულებელი ამოცანები:

** 1C-ში გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
** მონაცემთა ბაზების პერიოდული შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში მათი აღდგენის უზრუნველყოფა;
** ობიექტებიდან შემოსულ პრობლემებში გარკვევა და მათი მოგვარება;
** რეალიზაციის (უკანდაბრუნებების, შეკვეთების) დოკუმენტების სისწორის კონტროლი;
** მზა პროდუქციასთან დაკავშირებული ხარჯების სწორად ასახვა და მკაცრი კონტროლი;
** ნაღდი და უნაღდო ფულადი სახსრების მოძრაობის მონიტორინგი, სალაროს ფისკალურ აპარატსა და პროგრამაში ასახული თანხების თანხვედრის კონტროლი;
** ბუღალტრისთვის საჭირო მონაცემების მიწოდება, ნებისმიერ დროს შესყიდვებისა და არსებული სასაქონლო მატერიალური მარაგების ნაშთებზე ინფორმაციის მიწოდება;
** საჭიროების შემთხვევაში სხვადასხვა რეპორტების მომზადება;
** უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

აუცილებელი უნარები:

** ოპერატიული;
** მოწესრიგებული;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** შრომისმოყვარეობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სტრესულ ვითარებაში მუშაობის უნარი.

ხელფასი: 700 ლარი + ბონუსი

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ CV: Hr@premiumfoods.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიცია.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე