ტენდერი ენერგო პროექტების იურიდიულ შეფასებაზე
 
ყველა ტენდერი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ტენდერი ენერგო პროექტების იურიდიულ შეფასებაზე
მომწოდებელი: პროკრედიტ ბანკი
გამოქვეყნდა: 17 მარ / ბოლო ვადა: 31 მარ
თანდართული ფაილი: 136603-pcb-tender.zip
სს "პროკრედიტ ბანკი" მცირე და საშუალო ზომის საწარმოების კომპლექსურ მომსახურებაზე ორიენტირებული ერთ-ერთი წამყვანი ბანკია საქართველოში, რომელიც იურიდიულ და ფიზიკურ პირებს საბანკო მომსახურების ფართო სპექტრს სთავაზობს. "პროკრედიტ ბანკი" საქართველოში 1999 წლიდან ფუნქციონირებს. ბანკს საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-ის მიერ მინიჭებული აქვს BB რეიტინგი, რომელიც საქართველოში ყველაზე მაღალი შესაძლო რეიტინგია. "პროკრედიტ ბანკი" საერთაშორისო პროკრედიტ ჯგუფის ნაწილია, რომელიც მსოფლიოს 3 კონტინენტზე მდებარე ბანკებსა და ფინანსურ ინსტიტუტებს აერთიანებს. პროკრედიტ ჯგუფს სათავეში უდგას პროკრედიტ ჰოლდინგი (მაინის ფრანქფურტი, გერმანია). პროკრედიტ ჰოლდინგსა და პროკრედიტ ჯგუფს ზედამხედველობას უწევს ფინანსური საზედამხედველო ორგანო (BaFin), რომელიც პროკრედიტ ბანკების სანდოობისა და სტაბილურობის გარანტია.

პროკრედიტ ბანკი - საქართველო აცხადებს ტენდერს: განახლებადი ენერგო პროექტების (მათ შორის ჰიდროელექტრო სადგურების) კომპანიების იურიდიული შეფასების მომსახურების შეძენაზე.

თანდართულ ფაილებში შეგიძლიათ იხილოთ:

** სააპლიკაციო ფორმა;
** სპეციფიკაცია

ბანკი ითანამშრომლებს იურიდიულ პირებთან:

** რომელთაც აქვთ მაღალი პროფესიული გამოცდილება აღნიშნულ სფეროში; (ბაზარზე მინიმუმ 5 წელი)
** შეუძლიათ სამუშაოს მაღალპროფესიონალურად და ეფექტურად შესრულება
** უპირატესობა მიენიჭება ისეთ კომპანიებს ვისაც აქვს მსგავს პროექტებში მონაწილეობის გამოცდილება

დაინტერესებულმა პირებმა დალუქულ კონვერტში უნდა წარადგინონ:

** იმ პროექტების ჩამონათვალი, რომელშიც მონაწილეობა აქვთ მიღებული; (გთხოვთ ცალკე გამოყავით მსგავსი პროექტები);
** რეკომენდაციები საფინანსო ორგანიზაციებისგან (ვისთვისაც შეუსრულებიათ სამუშაოები);
** შევსებული და ხელმოწერილი სპეციფიკაცია;
** შევსებული და ხელმოწერილი სააპლიკაციო ფორმა;

აღნიშნული მომსახურების კონტრაქტისთვის გამარჯვებული კომპანია ვალდებულია გახსნას ანგარიში სს "პროკრედიტ ბანკ"-ში

გთხოვთ, დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:

** თქვენი კომპანიის დასახელება;
** საკონტაქტო ინფორმაცია (პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი და ელ.ფოსტა);
** ტენდერის დასახელება;
** მიმღები განყოფილების დასახელება: შესყიდვების ქვეგანყოფილება
** წარწერა: "კონფიდენციალურია";
** გთხოვთ მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე.

სატენდერო წინადადება მოგვაწოდეთ შემდეგ მისამართზე: ალ. ყაზგების გამზ. 21 და განათავსეთ ბანკის პირველ სართულზე არსებულ ტენდერების ყუთში

ტენდერში მონაწილე კომპანია ვალდებულია, პროკრედიტ ბანკის საიტზე (http://www.procreditbank.ge) გაიაროს რეგისტრაცია (დაადასტუროს ტენდერში მონაწილეობის მიღება)

შემოთავაზების შემოტანის ბოლო ვადაა: 31 მარტი 2017 წელი 18 საათამდე.

ტექნიკურ/ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ, მიმართოთ:

იოსებ როსტომაშვილი
ეკო ქვეგანყოფილების უფროსი
ს.ს. "პროკრედიტ ბანკი", საქართველო
სათაო ოფისი, ალ. ყაზბეგის გამზ. 21, თბილისი 0112
ტელ.: (+99532) 2202222 (1220)
E-mail: i.rostomashvili@procreditbank.ge

ლევან ხმიადაშვილი
ენერგოეფექტურობის ექსპერტი
ს.ს. "პროკრედიტ ბანკი", საქართველო
სათაო ოფისი, ალ. ყაზბეგის გამზ. 21, თბილისი 0112
ტელ.: (+99532) 2202222 (1222)
E-mail: l.khmiadashvili@procreditbank.ge

ორგანიზაციულ საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ მიმართოთ:

ქეთევან პატარქალაშვილი
შესყიდვების ქვეგანყოფილების უფროსი სპეციალისტი
ს.ს. "პროკრედიტ ბანკი", საქართველო
სათაო ოფისი, ალ. ყაზბეგის გამზ. 21, თბილისი 0112
ტელ.: (+995 32) 2202222 (1577)
E-mail: tenders@procreditbank.ge
 
ყველა ტენდერი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე