გარე გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: გარე გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: კომპანია
გამოქვეყნდა: 17 მარ / ბოლო ვადა: 15 აპრ
12 წლიანი გამოცდილების მქონე და დარგის ერთ-ერთი ლიდერი კომპანია აცხადებს კონკურსს გარე გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე კანდიდატთა შესარჩევად.

კომპანია მუდმივად ორიენტირებულია განვითარებაზე და ამჟამად მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ თანამშრომელთა 74 ადამიანიან გუნდს დაემატოს კიდევ 10 თანამშრომელი, რომლებიც გახდებიან ამ გუნდის ღირსეული წევრები და მიიღებენ სტაბილურ სამსახურს, ღირსეულ ანაზღაურებას და განვითარების დიდ შესაძლებლობას.

ვის ვეძებთ:

ჩვენ, ვეძებთ ადამიანს, რომელიც იქნება ჩვენი კომპანიის წარმომადგენელი გარე გაყიდვების მიმართულებით და ფლობს შემდეგ უნარებს:

** სასურველია უმაღლესი განათლება. (განიხილებიან სტუდენტები);
** სამუშაო გამოცდილება გაყიდვებისა და კლიენტებთან ურთიერთობის სფეროში ჩაითვლება უპირატესობად (მაგრამ არ არის აუცილებელი).
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა;
** გუნდური მუშაობის უნარი, ანალიტიკური აზროვნება;
** პრობლემების გადაჭრისა და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ეფექტური კომუნიკაციური უნარები: აზრის არგუმენტირებულად და ნათლად გამოხატვა;
** კეთილსინდისიერი, მოტივირებული, შრომისმოყვარე, ორგანიზებული.
** მომხმარებლების მომსახურების უნარ-ჩვევები (თავაზიანობა, მომხმარებლების დახმარების მზაობის და ყურადღების გამოხატვა);
** შესრულების სისწრაფე, ყურადღება დეტალების მიმართ, ლოგიკური აზროვნება, ორგანიზებულობა.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის პროდუქტებისა და პროცესების შესწავლა;
** მარკეტინგულ აქტივობებში მონაწილეობის მიღება;
** პოტენციური კლიენტების მოძიება და მოლაპარაკებების წარმოება, შეთავაზების გაკეთება და პროდუქტების გაყიდვა;
** გარე გაყიდვების სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
** სამიზნე ჯგუფებში სარეკლამო მასალის დარიგება-გავრცელება;
** ყოველდღიური ანგარიშის მომზადება მიმდინარე საქმიანობასა და გარე გაყიდვების შედეგებზე;
** სხვა დავალებები და პასუხისმგებლობა მოთხოვნის შესაბამისად.

რას გთავაზობთ ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში:

** პიროვნული განვითარების შესაძლებლობას;
** კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
** თავისუფალ სამუშაო გრაფიკს;
** სტაბილურ და ღირსეულ სამსახურს;
** ფიქსირებულ ხელფასს სატრანსპორტო და სატელეფონო ხარჯების ანაზღაურების მიზნით;
** სტაბილურ და მზარდ ანაზღაურებას: საშუალო დატვირთვის შემთხვევაში 400-600 ლარის ოდენობით, ეფექტურად შესრულებული საქმის შემთხვევაში კი 1000-1500 ლარის დიაპაზონში და მეტი.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ სამუშაო შესასრულებლად საკმაოდ მარტივია, მაგრამ ანაზღაურება მთლიანად დამოკიდებულია შესრულებულ სამუშაოზე!

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, რეზიუმე/CV (ფოტოსურათით) გადმოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: sales.manager2017@outlook.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 15 აპრილი, 2017 წ.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე