ოფისის მენეჯერი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ოფისის მენეჯერი - ბათუმი
მომწოდებელი: Würth
გამოქვეყნდა: 17 მარ / ბოლო ვადა: 17 აპრ
გერმანულ კომპანია "WURTH"-ს ესაჭიროება 35 წლამდე მამაკაცები, სამონტაჟო ხელსაწყოების და ავტომობილების აქსესუარების ოფისის მენეჯერის თანამდებობაზე ქ. ბათუმში.

ძირითადი მოთხოვნები:

** ასაკი - 25-დან 40 წლამდე;
** უმაღლესი განათლება, სასურველია ტექნიკური ან ეკონომიკური მიმართულებით;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა და ინტერნეტში მუშაობის უნარი;
** სასურველია ინგლისური ან/და თურქული ენების ცოდნა;
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ოპერატორის, ადმინისტრატორის ან ბუღალტერიის სფეროში;
** პირველად დოკუმენტებთან მუშაობის გამოცდილება;

სრული განაკვეთი; ორშაბათი–შაბათი 10:00-18:00;
გამოსაცდელი ვადა: 1 თვე (ანაზღაურებადი).

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქციის ცოდნა;
** შემომავალი სატელეფონო ზარებზე პასუხი, მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა, გადამისამართება;
** ყოველდღიური რეპორტების და საბუთების წარმოება;
** პირველადი დოკუმენტაციის მომზადება (ანგარიშ-ფაქტურები, ინვოისები, მიღება-ჩაბარების აქტები) დაარქივება და სათაო ოფისში გაგზავნა;
** სასაწყობე პროგრამებით მაღაზიის მარაგების მართვა;
** მიმდინარე დავალებების შესრულება ოპერატიულად.

პიროვნული თვისებები:

** შრომისმოყვარე, ორგანიზებული და მოტივირებული;
** სწრაფი ათვისების უნარი; დავალებებისთვის დროულად და ხარისხიანად შესრულება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პროგრამაში, მონაცემთა ბაზებში სწრაფად მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** მოწესრიგებული;
** თავაზიანი.

ანაზღაურება კვალიფიკაციისა და გამოცდილების გათვალისწინებით.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა CV ფოტოსურათთან ერთად გამოგვიგზავნეთ შემდეგ ელ-მისამართზე: gewuerth@caucasus.net ან მოგვაწოდეთ მისამართზე: ქ. თბილისი, კახეთის გზატკეცილი, უმაშევის #1. ტელ: 238 41 00 ან 224 36 30.

CV ფოტო სურათის გარეშე არ განიხილება!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე