შესყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: შესყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: IOTA Hotels
გამოქვეყნდა: 17 მარ / ბოლო ვადა: 17 აპრ
ქალაქის ცენტრში მდებარე ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო/რესტორნების კომპლექსი "IOTA HOTELS" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე. "IOTA" - აწვდის საზოგადოებას მაღალი სტანდარტების, დახვეწილ მომსახურეობას, მყუდრო და განსხვავებულ გარემოში.

ძირითადი მოვალეობები:

** შესყიდვებსა და მომარაგებასთან დაკავშირებული ყველა პროცედურის მონიტორინგი/განხორციელება
** შესყიდვების ყოველკვირეული და ყოველთვიური დაგეგმვა, მოწოდების ვადების, გადახდის პირობებისა და მასთან დაკავშირებული სრული პროცესის კონტროლი
** ადგილობრივ მომწოდებლებთან მოლაპარაკებების წარმოება და შესყიდვის დავალების მომზადება, მომწოდებლებთან კომუნიკაცია საქონლის მიღების პროცესში
** განყოფილებებისგან მიღებული მოთხოვნების ანალიზი და შესაბამისი მოქმედება
** საკანცელარიო და სხვა სახის საოფისე ინვენტარის უზრუნველყოფა
** შესყიდული მასალის მიღება, დასაწყობება, მარაგების აღრიცხვა, ჩამოწერა, ნაშთების კონტროლი
** დაქვემდებარებული პერსონალის სამუშაო პროცესის მონიტორინგი
** საქონლის მიღებასა და გაცემასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება
** შესაბამისი პროცედურის დაცვა
** მომწოდებლების მონაცემთა ბაზის შედგენა და პერიოდული განახლება
** სასტუმროსა და რესტორნის შესყიდვების მონაცემების პროგრამული ასახვის უზრუნველყოფა
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების ან ფინანსების მიმართულებით
** სავალდებულოა მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება შესყიდვებისა და მომარაგების მენეჯერის პოზიციაზე
** უპირატესობად ჩაითვლება გამოცდილება სასტუმრო/რესტორნების მიმართულებით ანალოგიურ პოზიციაზე
** მნიშვნელოვანია რუსული და ინგლისური ენების მაღალ დონეზე ცოდნა
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა

პიროვნული თვისებები:

** მიზანმიმართულობა და შედეგის მიღწევაზე ორიენტირებულობა
** დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე
** ორგანიზებულობა/მოწესრიგებულობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** ანალიტიკური და მათემატიკური აზროვნების უნარი
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი
** ინტენსიური დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი

ჩვენ გთავაზობთ:

** მაღალი სტანდარტების მქონე, ხუთვარსკვლავიან სასტუმროში დასაქმებას
** მაქსიმალურ ხელშეწყობას თქვენი ზრდისა და განვითარებისათვის
** თბილ და მეგობრულ გარემოს
** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ლერმონტოვის ქ. N10
სამუშაო გრაფიკი: სრული

თუ გსურთ, თქვენც გახდეთ ჩვენი მეგობრული და კრეატიული გუნდის წევრი, თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია და პიროვნული თვისებები შეესაბამება აღნიშნული პოზიციისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr.iota.hr@gmail.com და წერილის სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება ("შესყიდვების მენეჯერი"), რომელზეც აგზავნით რეზიუმეს, წინააღმდეგ შემთხვევაში სამწუხაროდ, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც.

გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, შესაძლოა არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებულ იქნეს სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე, ზემოთ ხსენებულ მისამართზე.

"IOTA HOTELS" გისურვებთ კარიერულ წინსვლას და ცხოვრებისეულ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე