სტაჟირება ადამიანური რესურსების მართვის განყოფილებაში
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: სტაჟირება ადამიანური რესურსების მართვის განყოფილებაში
მომწოდებელი: იმედი L
გამოქვეყნდა: 17 მარ / ბოლო ვადა: 31 მარ
სადაზღვევო კომპანია იმედი L აცხადებს სტაჟირებას ადამიანური რესურსების მართვის განყოფილებაში ტრენინგებისა და კვლევების მიმართულებაში.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, პოლიტკოვსკაიას N 9
სამუშაო საათები: იმედი L გთავაზობთ სტაჟირება მოქნილი სამუშაო გრაფიკით.
სტაჟირების პროგრამის ხანგრძლივობა: 3-6 თვე

აუცილებელი მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი ან არასრული განათლება ფსიქოლოგიის ან სოციოლოგიის მიმართულებით;
** კვლევების ორგანიზება და ჩატარების გამოცდილება;
** ქართულ ენაზე გამართულად წერის გამოცდილება;
** სავალდებულოა MS Office: MS OFFICE : Excel; Word, PowerPoint პროგრამების ცოდნა.
** ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული;
** ინიციატივიანი;
** გუნდური მუშაობის უნარი;

ძირითადი მოვალეობები:

** კვლევის პროცესის ადმინისტრირება და ანალიზი;
** ინტერვიუების დაგეგმვა და საორგანიზაციო საკითხების მოგვარება;

კანდიდატები გაივლიან გასაუბრებას და ტესტირებას.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@imediL.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება: "HR Intern".

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 31 მარტი 2017 წ.

სადაზღვევო კომპანია "იმედიL" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

სადაზღვევო კომპანია "იმედიL" თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სადაზღვევო კომპანია "იმედიL" -ის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე