PHP დეველოპერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: PHP დეველოპერი
მომწოდებელი: უნიფეი
გამოქვეყნდა: 17 მარ / განახლდა: 24 მარ / ბოლო ვადა: 17 აპრ
კომპანია "უნიფეი" აცხადებს ვაკანსიას PHP დეველოპერის თანამდებობაზე.

კომპანიის შესახებ:

"უნიფეი" არის ელექტრონული ანგარიშსწორების სისტემა, რომელიც მომხმარებელს აძლევს საშუალებას სწრაფად, მარტივად და უსაფრთხოდ გააგზავნოს, გადაიხადოს და მიიღოს თანხა ინტერნეტში. პროექტის შესახებ გაეცანით ვებ გვერდს: www.unipay.com

პროფესიული მოთხოვნები:

** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება
** PHP OOP - ობიექტზე ორიენტირებული ენის ცოდნა
** MySQL მონაცემთა ბაზასთან მუშაობის ცოდნა
** რელაციურ მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება
** JavaScript/Ajax ტექნოლოგიის კარგი ცოდნა (მზა ბიბლიოთეკების გამოყენების შესაძლებლობა, როგორიცაა jQuery)
** MVC მოდელთან მუშაობა
** PHP ფრეიმვორკებთან მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული მოთხოვნები:

** ინგლისური/რუსული ენების ცოდნა
** ლოგიკური აზროვნების უნარი
** დროის ეფექტურად მართვის უნარი.
** ინტენსიური დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი.

სამუშაო განაკვეთი: სრული
სამუშაო საათები: 10:00-19:00 სთ
სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი
ანაზღაურება: იმდენი, რამდენითაც კომფორტულად იგრძნობთ თავს, გამოცდილების გათვალისწინებით.

გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ფოტოსურათით ელ-ფოსტაზე: hr@unipay.ge

თქვენ ასევე შეგიძლიათ კომპანიის შესახებ ინფორმაციის მიღება ჩვენს ოფიციალურ ვებ გვერდზე: www.unipay.com
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე