საპროექტო-ტექნიკური განყოფილების უფროსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: საპროექტო-ტექნიკური განყოფილების უფროსი
მომწოდებელი: ყაზტრანსგაზ-თბილისი
გამოქვეყნდა: 17 მარ / ბოლო ვადა: 17 აპრ
შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი" აცხადებს ვაკანსიას საპროექტო-ტექნიკური განყოფილების უფროსის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქციები:

** განყოფილების მუშაობის საერთო ხელმძღვანელობა, განყოფილების საქმიანობის კოორდინირება კომპანიის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან;
** გაზსადენების და მისი დამხმარე ინფრასტრუქტურის დაპროექტება (საპროექტო ძირითადი გადაწყვეტების შერჩევა);
** გაზსადენებისთვის წინა საპროექტო კვლევების დაგეგმვა და ზედამხედველობა;
** საპროექტო ნახაზების და ანგარიშების მომზადება, ზედამხედველობა;
** პროექტის სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტების მომზადება, ზედამხედველობა;
** გაზმომარაგების ობიექტებზე ტექნიკური პირობების მომზადება, ზედამხედველობა;
** გაზგამანაწილებელი ინფრასტრუქტურის განვითარების, ოპტიმიზაციის და გაუმჯობესების მიზნით ტექნიკური გადაწყვეტილებებისა და წინადადებების მომზადებაში მონაწილეობის მიღება.

მოთხოვნები:

** შესაბამისი უმაღლესი ტექნიკური განათლება;
** შესამაბის სფეროში მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;
** ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება;
** გაზსადენების პროექტირების და მშენებლობის სფეროში მოქმედი ნორმებისა და სტანდარტების ცოდნა;
** სასურველია გრაფიკული პროგრამის "Autodesk Civil 3D"-s da "ArcGis"-ს ცოდნა;

უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ახალი პროგრამების სწავლის უნარი;
** კრეატიული აზროვნების უნარი;
** პრობლემების გადაჭრის უნარი;
** დავალებების დროულად შესრულების უნარი;
** კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა, შრომისმოყვარეობა, პუნქტუალობა;

სამუშაო გრაფიკი: 9.00-18.00 სთ

ანაზღაურება შეთანხმებით.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე პირადი ნომრის მითითებით მისამართზე: vacancies@ktg-tbilisi.ge ან მოგვაწოდოთ შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისის" ცენტრალურ ოფისში მისამართზე: ა. მიცკევიჩის ქუჩა 18ა.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე