მოლარე-ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: მოლარე-ოპერატორი
მომწოდებელი: უნიფეი
გამოქვეყნდა: 17 მარ / ბოლო ვადა: 17 აპრ
კომპანია "უნიფეი" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-ოპერატორის თანამდებობაზე.

კომპანიის შესახებ:

"უნიფეი" არის ელექტრონული ანგარიშსწორების სისტემა, რომელიც მომხმარებელს აძლევს საშუალებას სწრაფად, მარტივად და უსაფრთხოდ გააგზავნოს, გადაიხადოს და მიიღოს თანხა ინტერნეტში. დეტალურად შეგიძლიათ გაეცნოთ უნიფეის ვებ გვერდს: www.unipay.com

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** საოპერაციო ხარჯებთან დაკავშირებული ფულადი ოპერაციების წარმოება;
** ფულადი სახსრების მართვა, ფულადი ოპერაციების წარმოება, სალაროს ლიმიტის კონტროლი სალაროში;
** სალაროს დოკუმენტაციის წარმოება და დღის დახურვა სალაროში;
** კლიენტთა სწრაფი, ეფექტური და თავაზიანი მომსახურება; მათთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება;
** ნაღდ ფულსა და სხვა ფასეულობასთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოების წესების სრული დაცვა;
** სალარო ოპერაციების სისტემაში ოპერატიულად შეყვანა და შესაბამისი დოკუმენტაციის სწორი და დროული წარმოება;
** ასრულებს თანამდებობასთან დაკავშირებულ სხვა მოვალეოებებს.

აუცილებელი მოთხოვნები კანდიდატის მიმართ:

** გამართულად მეტყველების უნარი
** ასაკი: 25 წლიდან (25 წლის დაბლა კანდიდატები არ განიხილება).

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია საბანკო/საფინანსო/საბუღალტრო/ტექნიკურ სფეროში
** 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მოლარის პოზიციაზე, უპირატესობად ჩაითვლება საბანკო სფეროში, აგრეთვე, ვალუტის გადაცვლაზე და ფულად გზავნილებზე მუშაობის გამოცდილება
** ქართულის სრულყოფილად ცოდნა, სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა.

საჭირო უნარ-ჩვევები:

** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** ეფექტურობა და ორგანიზებულად მუშაობის უნარი;
** დეტალების მიმართ დაკვირვებული, ხარისხი და სიზუსტე;
** კლიენტზე ორიენტირებული;
** კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი.

სამუშაო განაკვეთი: ორი დღე მუშაობა, ორი დღე დასვენება - დილის 10 საათიდან საღამოს 9 საათამდე.
ანაზღაურება: შეთანხმებით.

გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ფოტოსურათით ელ-ფოსტაზე: hr@unipay.ge (ფოტოსურათის გარეშე CV არ განიხილება).

თქვენ ასევე შეგიძლიათ კომპანიის შესახებ ინფორმაციის მიღება ჩვენს ოფიციალურ ვებ გვერდზე: http://www.unipay.com
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე