ექთნების გადამზადების სასერთიფიკატო კურსები
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ექთნების გადამზადების სასერთიფიკატო კურსები
მომწოდებელი: პარტნიორები საერთაშორისო განვითარებისათვის
გამოქვეყნდა: 17 მარ / ბოლო ვადა: 17 აპრ
კორპორაცია "პარტნიორები საერთაშორისო განვითარებისათვის" საქართველოს წარმომადგენლობა ემორის უნივერსიტეტთან (აშშ, ატლანტა) ერთობლივი სასერთიფიკატო სახელობო საექთნო სასწავლო პროგრამის ფარგლებში დიპლომირებულ ექთნებს და ექთნის დამხმარეებს გთავაზობთ ზოგად საექთნო და სხვადასხვა განყოფილების სასერთიფიკატო კურსებს როგორც თბილისის მასშტაბით, ისე რეგიონებში.

ზოგადი საექთნო კურსის ხანგრძლივობა თბილისში: 5 კვირა.
თბილისის ჯგუფების გადამზადება მიმდინარეობს არჩილ და სერგო კობალაძეების სასწავლო-სამეცნიერო ცენტრში (ქ. წამებულის გამზ. 65).

კორპორაცია "პარტნიორები საერთაშორისო განვითარებისათვის" საქართველოს წარმომადგენლობა ექთნებს და ექთნის დამხმარეებს, ასევე, გთავაზობთ შემდგომ სასერთიფიკატო კურსებს:

** პედიატრიული განყოფილების ექთნის ზოგადი კურსი - 5 კვირა;
** გადაუდებელი მედიცინის განყოფილების ექთნის კურსი - 4 კვირა;
** ზოგადი ქირურგიული განყოფილების ექთნის კურსი - 4 კვირა;
** კრიტიკული მედიცინის განყოფილების ექთნის კურსი -4 კვირა;
** სამეანო განყოფილების ექთნის კურსი - 3 კვირა;
** ამბულატორიის ექთნის კურსი - 5 კვირა;
** სასტერილიზაციოს ექთნის კურსი - 4 დღე.

რეგიონებში მოქმედი კლინიკების მოთხოვნით მიმდინარეობს ექთნების გადამზადება ადგილზე როგორც ჩვენი კორპორაციის და ემორის უნივერსიტეტის ერთობლივი სასწავლო პროგრამით, ისე კლინიკის მოთხოვნების შესაბამისად შემუშავებული სასწავლო გეგმის მიხედვით.

ზოგადი საექთნო კურსის ხანგრძლივობა რეგიონებში: 4 კვირა.

მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები და სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე ექთნებისთვის მოქმედებს ზოგადი საექთნო კურსის ღირებულების სრული დაფინანსება, ხოლო იძულებით გადაადგილებული პირებისათვის კურსის ნაწილობრივი დაფინანსება.

კორპორაცია "პარტნიორები საერთაშორისო განვითარებისათვის" წარმოადგენს აშშ, ატლანტაში არსებული საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლობას საქართველოში. 2010 წლის 1 მარტიდან კორპორაცია "პარტნიორები საერთაშორისო განვითარებისათვის" ემორის უნივერსიტეტის მედიცინისა და საექთნო სკოლებთან თანამშრომლობით ახორციელებს სასერთიფიკატო სასწავლო პროგრამებს დიპლომირებული ექთნებისთვის. დღემდე გადამზადების პროგრამები გაიარა 4000-ზე მეტმა ექთანმა, მათ შორის 600-მდე რეგიონებიდან.

დამატებითი ინფორმაციისთვის და სასერთიფიკატო პროგრამებზე რეგისტრაციისთვის დაგვიკავშირდით:

მობ: (+995) 593 515532, 592 212253
ტელ/ოფისი: (032) 2 747408 (11:00-17:00)
ელ.ფოსტა: pfidedu@gmail.com ან zardiashvilinini@gmail.com
ვებ-გვერდი: www.pfid.ge
მის.: ქეთევან წამებულის გამზირი 65 (0144)
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე