სურსათის უვნებლობის სისტემის მენეჯერი - ფოთი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: სურსათის უვნებლობის სისტემის მენეჯერი - ფოთი
მომწოდებელი: იუნიგრეინ ჯორჯიან გრუპ
გამოქვეყნდა: 17 მარ / ბოლო ვადა: 17 აპრ
შპს "იუნიგრეინ ჯორჯიან გრუპ"-ი აცხადებს ვაკანსიას სურსათის უვნებლობის სისტემის მენეჯერის პოზიციაზე (სოიოს გადამამუშავებელ ქარხანაში).

ვაკანსიის ადგილი: ქალაქი ფოთი
შტატი: 2
სამუშაო განაკვეთი: სრული
შერჩეული კანდიდატები მოსამზადებელ/ შემსწავლელ კურსებს გაივლიან თბილისში
გამოსაცდელი ვადა: 3 თვე

ძირითადი ფუნქცია: უზრუნველყოფს კომპანიაში სურსათის უვნებლობის სისტემის დანერგვას საერთაშორისო სტანდარტის ISO 22000 მოთხოვნების მიხედვით, აღნიშნული სისტემის ეფექტურ ფუნქციონირებასა და სურსათის უვნებლობის სფეროში ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობის დაცვის კონტროლს.

უფლება-მოვალეობები:

** სურსათის უვნებლობის სისტემისათვის აუცილებელი პროცესების იდენტიფიცირება და დოკუმენტირება;
** აღნიშნულ პროცესებში სტანდარტთან (ISO 22000:2005) შეუსაბამობების გამოვლენა და მათ გამოსწორებაზე მუშაობა;
** სურსათის უვნებლობის სფეროში ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობის დაცვის კონტროლი;
** ISO 22000:2005 და სურსათის ეროვნული სააგენტოს მოთხოვნების შესაბამისად ჟურნალების და ჩანაწერების წარმოება;
** აღნიშნული კანონმდებლობების ახალი რედაქციების დამტკიცებაზე და ახალი რეგულაციების შემოღებაზე თვალყურის დევნება.

მოთხოვნები:

** სქესი: მდედრობითი
** უმაღლესი განათლება
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
** სურსათის უვნებლობის სფეროში მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესად)
** ინგლისური და რუსული ენების საშუალო დონეზე ცოდნა
** დისციპლინირებულობა და ორგანიზებულობა
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: contact@unigrain.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე