სატელეფონო გაყიდვების ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: სატელეფონო გაყიდვების ოპერატორი
მომწოდებელი: პალიტრა ელ
გამოქვეყნდა: 17 მარ / ბოლო ვადა: 17 აპრ
მულტიმედია ჰოლდინგ "პალიტრა მედია"-ს წევრი კომპანია "გამომცემლობა პალიტრა L" აცხადებს ვაკანსიას სატელეფონო გაყიდვების ოპერატორის პოზიციაზე ქ. თბილისში.

"პალიტრა ჯგუფის" პროფესიონალთა გუნდი 1800 თანამშრომლისგან შედგება, რომელიც 22 წელზე მეტია ქმნის მაღალხარისხიანი პროდუქტებისა და მომსახურების ფართო სპექტრს ასიათასობით მომხმარებლისთვის. "პალიტრა ჯგუფი" აერთიანებს 23 წევრ კომპანიას. ჰოლდინგის ძირითადი მიმართულებებია: განათლება, წარმოება, მედია, წიგნების მაღაზიათა ქსელი, სტამბა და ელ-კომერცია.

ძირითადი მოვალეობები:

** სატელეფონო გაყიდვების განხორციელება გამავალი ზარების საშუალებით;
** მომხმარებლისთვის პროდუქტების შეთავაზება;
** ინფორმაციის ზედმიწევნით სწორად აღრიცხვა სპეციალურ პროგრამაში;
** სატელეფონო გაყიდვების გეგმის შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება;
** საოფისე პროგრამების (ვორდი, ექსელი) ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** სამუშაო გამოცდილება არ არის აუცილებელი;
** კომუნიკაბელურობა;
** თავაზიანობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ინფორმაციის დეტალურად და გასაგებად მიწოდების უნარი;
** კარგი მეტყველების უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.

დაინტერესებული პირები, განაცხადის შემოსატანად და რეზიუმეს ასატვირთად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: http://hr.palitra.ge/vacancy/0xa1ccc86000d1d82911e70ade59656fe4

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 17 აპრილი, 2017 წ.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე