მთავარი ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: მთავარი ბუღალტერი
მომწოდებელი: ტურისტული კომპანია
გამოქვეყნდა: 17 მარ / ბოლო ვადა: 17 აპრ
ერთ-ერთი წამყვანი კომპანია ტურიზმის სფეროში აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის თანამდებობაზე.

ფუნქციები:

** საბუღალტრო-სააღრიცხვო საქმიანობის მართვა;
** საგადასახადო დეკლარირება;
** დაქვემდებარებაში არსებული ერთეულის ხელმძღვანელობა, ფუნქციების სწორი დელეგირება და მათზე დაკისრებული მოვალეობების დროულად და ეფექტურად შესრულების კონტროლი;
** კომპანიის ფინანსური ოპერაციების საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობასთან სრულ შესაბამისობაში მოყვანა;
** საბუღალტრო და სასაწყობე პროგრამების დანერგვა/განვითარების ხელმძღვანელობა;
** კომპანიის არსებული აღრიცხვის გაუმჯობესება და სრულყოფა;
** IFRS სტანდარტების მიხედვით ფინანსური რეპორტინგის დანერგვა/მომზადება.

მოთხოვნები:

** მთავარ ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;
** საბუღალტრო პროგრამა Oris, FMG-ის ცოდნა;
** საგადასახადო კოდექსის სიღრმისეული და პრაქტიკული ცოდნა;
** საერთაშორისო ფინანსური აღრიცხვის სტანდარტების ცოდნა;
** ACCA-ს მინიმუმ საწყისი ეტაპების სერტიფიკატების ფლობა;
** ძლიერი ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** მენეჯერული უნარები;
** დეტალებზე ორიენტაცია;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ცოდნა.

საკონტაქტო ელფოსტა: ca.tourismco@client.jobs.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე