იურისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: იურისტი
მომწოდებელი: სამედიცინო კორპორაცია ევექსი
გამოქვეყნდა: 17 მარ / ბოლო ვადა: 30 მარ
"სამედიცინო კორპორაცია ევექსი" აცხადებს იურისტის ვაკანსიას თბილისში.

"სამედიცინო კორპორაცია ევექსი" ყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში და დღეისათვის ქვეყნის 6 რეგიონში 72 კლინიკითაა წარმოდგენილი.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, სათავო ოფისი
სამუშაო გრაფიკი: სრული (რვა სამუშაო საათი, კვირაში ხუთი დღე)

ძირითადი მოვალეობები:

1. კომპანიის საქმიანობის სამართლებრივი მხარდაჭერა:

** კომპეტენციის ფარგლებში იურიდიული კონსულტაციის და განმარტების მიცემა კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებულ სამართლებრივ საკითხებზე;
** ინიციატორ დეპარტამენტებთან ერთად ხელშეკრულებების, შეთანხმებების და სხვა გარიგებების პროექტების მომზადება, ვიზირება და საჭიროების შემთხვევაში მათი ვიზირებისა და გაფორმების უზრუნველყოფა;
** დამოუკიდებლად ან სხვა დეპარტამენტებთან ერთად წერილების და განცხადებების პროექტების მომზადება ვიზირება და საჭიროების შემთხვევაში მათი ვიზირების უზრუნველყოფა;
** დამოუკიდებლად ან სხვა დეპარტამენტებთან ერთად ბრძანებებისა (საკადრო ბრძანებების გარდა), რეგულაციებისა და სხვა მსგავსი დოკუმენტების პროექტების მომზადება/ვიზირება;
** კომპანიის საქმიანობისთვის საჭირო შესაბამისი ლიცენზიებისა და ნებართვების მიღების პროცესის მხარდაჭერა;
** კომპანიის უძრავი ქონებისა და სხვა უფლებების რეგისტრაციის უზრუნველყოფა საჯარო რეესტრში, სამეწარმეო რეესტრში და სხვა ორგანოებში;
** სასამართლოში, მედიაციაში და არბიტრაჟში კომპანიის წარმომადგენლობის უზრუნველყოფა;
** სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის პროცესში საპრივატიზაციო ობიექტებზე წინასწარი ინფორმაციის, დოკუმენტაციის მოპოვება, მათი ანალიზი და კომპანიის ხელმძღვანელობისთვის შესაბამისი სამართლებრივი დასკვნებისა და რეკომენდაციების წარდგენა;
** დირექტორების და სადამფუძნებლო დოკუმენტაციის ცვლილება;
** საჭიროების შემთხვევაში კომპანიის მიერ შემუშავებული პროცედურების და რეგულაციების (ფორმალური და არაფორმალური წესები) დანერგვა და მათი შესრულების კონტროლი; ახალი ინფორმაციის მოძიება, შესაბამისი პრეზენტაციის მომზადება და პერსონალისათვის გაცნობა უშუალო ხელმძღვანელის დავალებით;
** სხვადასხვა სახის ინფორმაციის მოძიება, მისი სისტემატიზაცია და შესაბამისი ანგარიშებისა და რაპორტების მომზადება;
** საკანონმდებლო სიახლეების შესახებ კომპანიის ხელმძღვანელისა და შესაბამისი დეპარტამენტების/პირების ინფორმირება;

2. სტანდარტული და არასტანდარტული ანგარიშების დროულად და უშეცდომოდ მომზადება;
3. სხვა ფუნქცია-მოვალეობების შესრულება უშუალო უფროსის დავალების შესაბამისად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სამართალმცოდნეობის მიმართულებით (მაგისტრი ან მასთან გათანაბრებული ხარისხი სასურველია);
** სამუშაო გამოცდილება იურისტის პოზიციაზე მინიმუმ 3 წელი; პრიორიტეტი მიენიჭება ჯანდაცვის მენეჯმენტში ან ჯანდაცვის მარეგულირებელ სფეროში მიღებულ გამოცდილებას;
** დიდი მოცულობის სამუშაოს მართვის და პრიორიტეტებად დაყოფის უნარი და გამოცდილება(სავალდებულოა);
** კომპიუტერული პროგრამების (Excel, Word, Outlook) მაღალ დონეზე ცოდნა (სავალდებულო და პრიორიტეტულია);
** პრიორიტეტულია კანდიდატს პროფესიულ დონეზე შეეძლოს ინგლისურ ენაზე მეტყველება, წერა და წაკითხულის გააზრება;

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ანალიტიკური აზროვნება;
** ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** წინასწარ გაწერილ ვადებში მუშაობის უნარი.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 30 მარტი, 2017

დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს: https://evex.ge/ge/career/mimdinare-vakansiebi/iuristi-tbilisi1.page

"სამედიცინო კორპორაცია ევექსი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

სამედიცინო კორპორაცია ევექსში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სამედიცინო კორპორაცია ევექსის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე