Photoshop, Illustrator, Indesign, Corel, კომპ. გრაფიკის კურსები
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: Photoshop, Illustrator, Indesign, Corel, კომპ. გრაფიკის კურსები
მომწოდებელი: ინტელექტ ცენტრი
გამოქვეყნდა: 17 მარ / ბოლო ვადა: 17 აპრ
მრავალპროფილიანი სასწავლო ცენტრი "ინტელექტ ცენტრი" აცხადებს მსმენელთა მიღებას კომპიუტერული გრაფიკის შემსწავლელ სასერტიფიკატო ტრენინგ-კურსებზე:

1. ფოტოშოპი - Adobe Photoshop
2. ილუსტრატორი - Adobe Illustrator CS6/CC
3. ინდიზაინი - Adobe InDesign CS6 /CC
4. ქორელი - Corel DRAW X6/X


კურსები ორიენტირებულია ნებისმიერი ასაკის მსურველისთვის, კორპორატიული მომხმარებლებისთვის, სტუდენტებისათვის. მსმენელთა მიღება მიმდინარეობს წინასწარი ჩაწერით; შემდგომი გასაუბრების საფუძველზე.

სასწავლო გრაფიკის შერჩევა ხდება გასაუბრებაზე; საპრეზენტაციო შეხვედრაზე.

პროგრამები შეისწავლება პროფესიონალურ დონეზე. მსმენელებს გადაეცემათ ყოველი ლექციის შემდეგ ლექციის მსვლელობისას ჩაწერილი ვიდეო გაკვეთილები, რაც მნიშვნელოვნად დაეხმარებათ მათ სწავლების აღქმაში და დავალებების შესრულებაში.

კურსებს უძღვებიან: პროფესიონალი გრაფიკოს-დიზაინერები, Adobe-ს სერტიფიცირებული ტრენერები

გადადით ლინკზე და იხილეთ "ინტელექტ ცენტრის" გრაფიკოს-დიზაინერების ნამუშევრები: https://www.facebook.com/media/set/?set=a.552816381490799.1073741829.550181635087607&type=3
"ინტელექტ ცენტრის" მოსწავლეების ნამუშევრები: https://www.facebook.com/media/set/?set=a.553779974727773.1073741831.550181635087607&type=3

გთავაზობთ ზემოთ აღნიშნული სასწავლო პროგრამების მოკლე აღწერას:

1. ფოტოშოპი - Adobe Photoshop CS6/CC:

სასწავლო კურსის მიზანია მსმენელმა შეისწავლოს რასტრული (Adobe Photoshop) გრაფიკული რედაქტორის მუშაობის პრინციპები: ობიექტების შექმნა, დამუშავება, ტექსტთან მუშაობა, მისი სტილიზაციის მეთოდები, გამოსახულების დამუშავების პრინციპები: აღდგენა, კორექცია, დეფექტებისა, ცდომილებების მოშორება, კონტრასტების და ტონირების რედაქტირება, გრაფიკული რედაქტორების ძირითადი ელემენტების: შრეების, არხების, ნიღბების, ფილტრების დანიშნულება და მათი მუშაობის პრინციპები.

კურსდამთავრებული შეძლებს: ბუკლეტების, ფლაერების, პლაკატების, სავიზიტო ბარათების, სხვა პოლიგრაფიული ნამუშევრების დიზაინის შემუშავებასა და ბეჭდვისათვის მომზადებას რასტრული (Adobe Photoshop) გრაფიკული რედაქტორის საშუალებით.

კურსის ხანგრძლივობა 12 ლექცია. ლექციების ინტენსივობა: კვირაში 3-ჯერ
ლექციის ხანგრძლივობა: ინდივიდუალურად 1 სთ. ჯგუფში:1.30წთ.
კურსის ღირებულება: ინდივიდუალურად: 250 ლარი.
2 - 3 კაციან ჯგუფში: 230 ლარი - ერთი მსმენელისთვის.
თანხის გადახდა შესაძლებელია ორ ეტაპად!

2. ილუსტრატორი - Adobe Illustrator CS6/CC

ა. პროგრამა Adobe Illustrator-ის ინტერფეისის გაცნობა:

** ინსტრუმენტების მთავარი პანელის და მენიუს ზოლის განხილვა,
** დოკუმენტის შექმნა და შენახვა. Artboards-თან მუშაობა,

ბ. ვექტორული ობიექტების შექმნა:

** ობიექტების შრეებთან მუშაობა. შრეების შეერთება,
** ობიექტის ტრანსფორმირება.

გ. სამუშაო ინსტრუმენტები და მათი პარამეტრები:

** Eraser, Scissors, Knife, Rectangle, Pen Tool (კალამი),
** Line Segment, Brush (ფუნჯი), Blob Brush.

დ. ობიექტებზე ოპერირება Pathfinder პალიტრის განხილვა, ფიგურების განთავსება, Align პალიტრის განხილვა.
ე. ტექსტთან მუშაობა. კონტურების პარამეტრები,
ვ. ფიგურების გადადინება Blend Tool,
ზ. ფორმების ცვლილება Reshape ინსტრუმენტით,
თ. გრადიენტის, ნიღბების და ეფექტების გამოყენება.
ი. 3D ფიგურების შექმნა (Revolve).
კ. სიმბოლოების ბიბლიოთეკა და მათი დამატება.
კ. ფერთა რეჟიმები CMYK და RGB.
მ. დოკუმენტის ექსპორტირება Adobe Photoshop-ში და InDesign-ში.
ნ. ფაილის დასაბეჭდად მომზადება.
ო. დოკუმენტის შენახვა .PDF და .EPS ფორმატში.

კურსის ხანგრძლივობა 12 ლექცია. ლექციების ინტენსივობა: კვირაში 3-ჯერ
ლექციის ხანგრძლივობა: ინდივიდუალურად 1 სთ. ჯგუფში:1.30წთ.
კურსის ღირებულება: ინდივიდუალურად: 300 ლარი.
2-3 კაციან ჯგუფში: 280 ლარი - ერთი მსმენელისთვის.
თანხის გადახდა შესაძლებელია ორ ეტაპად!

3. ინდიზაინი - Adobe InDesign CS6 /CC

კურსის შინაარსი:

** ინდიზაინის შესავალი სახე;
** ახალი დოკუმენტის შექმნა;
** პუბლიკაციის მაკეტის ორგანიზება;
** სიმბოლოების და აბზაცების ფორმატირება;
** ტექსტთან მუშაობის რეჟიმები;
** სტანდარტული ფიგურების და კონტურის შექმნა;
** ობიექტების და ტექსტის განლაგება და მათი ტრანსფორმაციის რეჟიმები;
** გრაფიკული ფაილების ფორმატები;
** გვერდი ოსტატი (Master);
** ეფექტები;
** სტილებთან მუშაობა;
** ცხრილების შექმნა;
** დაკავშირებული ფაილები;
** მრავალგვერდიანი პუბლიკაციების ელემენტები;
** ფერის გამოსახულების მართვა;
** დოკუმენტის დასაბეჭდად მომზადება.

კურსის ხანგრძლივობა 12 ლექცია. ლექციების ინტენსივობა: კვირაში 3-ჯერ
ლექციის ხანგრძლივობა: ინდივიდუალურად 1 სთ. ჯგუფში:1.30წთ.
კურსის ღირებულება: ინდივიდუალურად: 300 ლარი.
2-3 კაციან ჯგუფში: 280 ლარი - ერთი მსმენელისთვის.
თანხის გადახდა შესაძლებელია ორ ეტაპად!

4. ქორელი - Corel DRAW X6/ X7

სასწავლო კუსის მიზანია მსმენელები სრულყოფილად დაეუფლონ ვექტორულ ობიექტებთან მუშაობის სპეციფიკას, შეძლონ ობიექტების შექმნა, ტრანსფორმირება და დამუშავება, ტექსტთან მუშაობა და მისი სტილიზაციის მეთოდები; გრაფიკული რედაქტორების ძირითადი ელემენტების: შრეების, არხების, ნიღბებისა და ფილტრების დანიშნულება და მათი მუშაობის პრინციპები; ბუკლეტების, ფლაერების, პლაკატების, სარეკლამო ბანერების, სავიზიტო ბარათების, სხვა პოლიგრაფიული ნამუშევრების დიზაინის შემუშავება და ბეჭდვისათვის მომზადება.

კურსის ხანგრძლივობა; 12 ლექცია. ლექციების ინტენსივობა: კვირაში 3-ჯერ
ლექციის ხანგრძლივობა: ინდივიდუალურად 1 სთ. ჯგუფში: 1.30 წთ.
კურსის ღირებულება: ინდივიდუალურად 250 ლარი.
2-3 კაციან ჯგუფში: 230 ლარი - ერთი მსმენელისთვის
თანხის გადახდა შესაძლებელია ორ ეტაპად!

გაითვალისწინეთ: "ინტელექტ ცენტრი" 16 წლის სასწავლო ცენტრია!

ჩვენი კურსდამთავრებულები არიან, როგორც ფიზიკური პირები, ისე ადგილობრივი, თუ საერთაშორისო ორგანიზაციის კადრები.
(იხილეთ ბმული: http://intelc.ge/IntellectCenter/index.php?cat_id=44&lang=geo)

გახსოვდეთ, დიდი წარმატება სწორი არჩევანით იწყება!

"ინტელექტ ცენტრში" ყველა პირობაა შექმნილი თქვენთვის ხარისხიანი ცოდნის მისაღებად!

თქვენ ნამდვილად გაქვთ საფუძველი, რომ ენდოთ ჩვენს 16 წლიან გამოცდილებას!

შპს "ინტელექტ ცენტრი"

მის: დავით აღმაშენებელის გამზ. N154,
ბიზნეს ცენტრი "მწვანე ოფისი"
მე-4 სართული, ოფისი № 6
ტელ: 2 927218, 570 107548, 593 614552, 595050154 - სასწავლო ცენტრის ადმინისტრაცია.
ვებ გვერდი: http://www.intelc.ge
ელ-ფოსტა: infointelc@gmail.com
Facebook: http://www.facebook.com/pages/ინტელექტ-ცენტრი/550181635087607?fref=ts
"რანჩო" იხ: http://www.facebook.com/media/set/?set=a.653289834776786.1073741838.550181635087607&type=1
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე