ქოლ-ცენტრის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ქოლ-ცენტრის ოპერატორი
მომწოდებელი: ტელექსი
გამოქვეყნდა: 17 მარ / ბოლო ვადა: 28 მარ
კომპანია "ტელექსი" აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.

ვის ვეძებთ?

** ბაკალავრიატის ნებისმიერი პროგრამის სტუდენტს ან კურსთამთავრებულს
** სასურველია გაყიდვების ან მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება
** საოფისე პროგრამების ცოდნა საბაზისო დონეზე.

რას გთავაზობთ?

** ტრენინგებს
** საოფისე სამუშაოს
** ზრდად ანაზღაურებას
** სამოტივაციო სქემებს
** კარიერის დაწყების და განვითარების შესაძლებლობას
** მეგობრულ ატმოსფეროს
** კომფორტულ სამუშაო გარემოს.

რატომ "ტელექსი"?

** სტუდენტზე მორგებული სამუშაო გრაფიკი (მოქმედებს ცვლიანობის განრიგი. სამუშაო საათები: 10:00-16:00; 16:00-22:00, კვირაში 6 დღე, 3 დღე დილის ცვლა, 3 დღე საღამოს ცვლა)
** შრომის ანაზღაურების პირობა შედგება ფიქსირებული ხელფასისა და ყოველთვიური საბონუსე სქემისგან. (ფიქსირებული ანაზღაურება იწყება 200 ლარიდან და მოქმედებს ყოველთვიური, ზრდადი საბონუსე სქემა გაყიდვების მოცულობის შესაბამისად 8%-დან 15%-მდე).
** სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, ცოტნე დადიანის ქუჩა 7.

ძირითადი მოთხოვნები:

** პოტენციურ მომხმარებლებთან სატელეფონო ზარების განხორციელება
** კომპანიის მომსახურების/პროდუქტის გაცნობა, შეთავაზება
** მომხმარებლთა საჭიროებების, ინტერესების დადგენა/დაზუსტება
** პოტენციური მომხმარებლების დაინტერესება, მოზიდვა
** მომხმარებელთა ინფორმირება ფასდაკლების, აქციებისა და სპეციალური შეთავაზებების შესახებ
** მომხმარებელთა კმაყოფილებაზე და ლოიალურობის შენარჩუნებაზე მუდმივი ზრუნვა
** გაყიდვების გეგმის შესრულება.

რომელ უნარებს მივანიჭებთ უპირატესობას?

** სწრაფი ათვისების და ადაპტაციის უნარი
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
** თავაზიანობა და კეთილგანწყობა
** მოქნილობა, დიპლომატიურობა
** მოტივირებულობა, ენთუზიაზმი
** ორგანიზებულობა
** შედეგზე ორიენტირებულობა.

როგორ ხორციელდება შერჩევა?

** CV/რეზიუმეების გადარჩევა
** სატელეფონო გასაუბრება და პირისპირ გასაუბრება
** შერჩეული კანდიდატები გაივლიან პარაქტიკულ ტრენინგებს და ანაზღაურებად სტაჟირებას.

როგორ გამოვაგზავნო რეზიუმე?

შეავსეთ ელ-აპლიკაცია ან გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მიმსამართზე: vacancy@telex.ge 2017 წლის 28 მარტის ჩათვლით. გთხოვთ, თემის ველში (Subject line) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "ქოლ-ცენტრის ოპერატორი".

მეტი ინფორმაციისათვის:

დაგვიკავშირდით: 215 91 91
გვესტუმრეთ: http://telex.ge/
დაგვიმეგობდრით: www.facebook.com/TELex.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე