გაყიდვების აგენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: გაყიდვების აგენტი
მომწოდებელი: ტირაჟი
გამოქვეყნდა: 16 მარ / ბოლო ვადა: 16 აპრ
სტამბა "ტირაჟი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების აგენტის პოზიციაზე.

გაყიდვების აგენტის ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიაში არსებული პროდუქციის შესწავლა და მისი შეთავაზება კლიენტებისთვის;
** პოტენციური კლიენტების ბაზების შექნა, კატეგორიზაცია და არსებული ინფორმაციის მუდმივი განახლება;
** მოლაპარაკებების წარმოება, შეთავაზების გაკეთება(შეხვედრა/პრეზენტაციის მოწყობა);
** პოტენციურ კლიენტებთან მუდმივი კომუნიკაციის შენარჩუნება;
** მიზნის მისაღწევად და ამოცანების გადასაწყვეტად წინადადებების ინიცირება და ორგანიზება.
** გაყიდვების ზრდა, გეგმის შესრულება;
** რეპორტინგი, ყოველდღიური ანგარიშის მომზადება მიმდინარე საქმიანობაზე და გაყიდვების შედეგებზე უშუალო ხელმძღვანელთან.

მოთხოვნები:

** გაყიდვების სისტემის ძირითადი პრინციპების ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა.

პიროვნული მახასიათებლები:

** კომუნიკაბელურობა;
** ორგანიზებულობა;
** მიზანმიმართულობა და შედეგზე ორიენტირებულობა.

ანაზღაურება 300 ლარი ფიქსირებული პლიუს ბონუსი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@tira.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე