იურისტ-კოლექტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: იურისტ-კოლექტორი
მომწოდებელი: A Rating
გამოქვეყნდა: 16 მარ / ბოლო ვადა: 16 აპრ
კომპანია "A Rating" წარმოადგენს ფინანსურ ორგანიზაციას, რომელიც ახორციელებს პრობლემური პორტფელის მართვას მისი კონტრაქტორი ბიზნეს ორგანიზაციებისათვის და ბანკებისთვის. "A Rating" არის საერთაშორისო ასოციაცია "ACA"-ის წევრი ორგანიზაცია.

"A Rating" აცხადებს ვაკანსიას იურისტ-კოლექტორის თანამდებობაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** მიმდინარე ვადაგადაცილებული/პრობლემური ვალდებულებების დაფარვისთვის მაქსიმალური ძალისხმევა, სატელეფონო ზარების განხორციელება, რთულ კლიენტებთან მოლაპარაკებების წარმოება, დავალიანების რესტრუქტურიზაციაზე დათანხმება;
** საქმის კოორდინირება პროექტის მენეჯერთან, საქმიანობის ყოველდღიური ანალიზი;
** გუნდური მუშაობა სხვა პრობლემური ვალდებულებების ექსპერტებთან და, საჭიროების შემთხვევაში, საქმის იურიდიულ დეპარტამანტში განხილვა
** პირველ ინსტანციაში საქმის წარმოება (სარჩელის მომზადება)
** სააღსრულებლო ბიუროსთან კომუნიკაცია.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი ან კურსდამთავრებული.
** სამოქალაქო და ადმინისტრაციული კანონმდებლობის ცოდნა.
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.
** უცხო ენები: ინგლისური (სასურველია B2 დონე და ფინანსური ტერმინოლოგიის ცოდნა); დამატებითი უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** საერთაშორისო სამართლის ცოდნა (სასურველია)
** საქართველოს საგადასახადო კოდექსის ცოდნა (სასურველია).

პიროვნული უნარები:

** ორგანიზებულობა;
** ენერგიულობა;
** კომუნიკაბელურობა;
** მოლაპარაკების წარმოების და დარწმუნების უნარი;
** პრობლემის დროულად გადაწყვეტის უნარი;
** ინფორმაციის სწორად და დამაჯერებლად გადმოცემის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის შესაძლებლობა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

ასაკობრივი შეზღუდვა არ არის.

ანაზღაურება: შერჩეულ კანდიდატებს კომპანია სთავაზობს მაღალ საბონუსე ანაზღაურებას. ბონუსური სისტემა განისაზღვრება პროექტის სირთულის მიხედვით.

გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV/რეზიუმე ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@arating.ge

კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე