პრობლემური სესხების ოფიცერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: პრობლემური სესხების ოფიცერი
მომწოდებელი: A Rating
გამოქვეყნდა: 16 მარ / ბოლო ვადა: 16 აპრ
კომპანია "A Rating" წარმოადგენს ფინანსურ ორგანიზაციას, რომელიც ახორციელებს პრობლემური პორტფელის მართვას მისი კონტრაქტორი ბიზნეს ორგანიზაციებისათვის და ბანკებისთვის. "A Rating" არის საერთაშორისო ასოციაცია "ACA"-ის წევრი ორგანიზაცია.

"A Rating" აცხადებს ვაკანსიას პრობლემური სესხების ოფიცრის თანამდებობაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** მიმდინარე ვადაგადაცილებული/პრობლემური ვალდებულებების დაფარვისთვის მაქსიმალური ძალისხმევა, სატელეფონო ზარების განხორციელება, რთულ კლიენტებთან მოლაპარაკებების წარმოება, დავალიანების რესტრუქტურიზაციაზე დათანხმება;
** საქმის კოორდინირება პროექტის მენეჯერთან, საქმიანობის ყოველდღიური ანალიზი;
** გუნდური მუშაობა სხვა პრობლემური ვალდებულებების ექსპერტებთან და, საჭიროების შემთხვევაში, იურისტებთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** კომპიუტერული უნარ-ჩვევები (სტანდარტული საოფისე პროგრამების ცოდნა).
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.

პიროვნული უნარები:

** ორგანიზებულობა;
** ენერგიულობა;
** კომუნიკაბელურობა;
** მოლაპარაკების წარმოების და დარწმუნების უნარი;
** პრობლემის დროულად გადაწყვეტის უნარი;
** ინფორმაციის სწორად და დამაჯერებლად გადმოცემის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის შესაძლებლობა;
** ასაკობრივი შეზღუდვა არ არის.

ანაზღაურება: შერჩეულ კანდიდატებს კომპანია სთავაზობს მაღალ საბონუსე ანაზღაურებას, მინიმუმ 5% ამოღებული თანხიდან.

გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV/რეზიუმე ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@arating.ge

კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე