იურისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: იურისტი
მომწოდებელი: სტერეო+
გამოქვეყნდა: 16 მარ / ბოლო ვადა: 29 მარ
შპს "სტერეო +" აცხადებს იურისტის ვაკანსიას.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული, ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00 სთ.
გამოსაცდელი ვადა: 2 თვე (ანაზღაურებადი)

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სარჩელების, განცხადებების, ხელშეკრულებების, შეთანხმებების და სხვა სამართლებრივი დოკუმენტების მომზადება;
** კომპანიის საქმიანობის სამართლებრივი მხარდაჭერა;
** სამოქალაქო და ადმინისტრაციული საქმეების წარმოება;
** კომპანიის ინტერესების დაცვა სასამართლოში, ადმინისტრაციულ ორგანოებში და კერძო პირებთან ურთიერთობაში;
** სხვა იურიდიული ფუნქცია-მოვალეობების შესრულება უშუალო უფროსის დავალების შესაბამისად;

მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი იურიდიული განათლება;
** სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია სასამართლოში წარმომადგენლობის გამოცდილება;
** სასურველია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრობა (საერთო ან სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით);
** კომპიუტერის საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა;

პიროვნული თვისებები:

** შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ანალიტიკური აზროვნება;
** დატვირთულ რეჟიმში სწრაფად რეაგირების და მუშაობის უნარი.
** დაგეგმვისა და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი.

ანაზღაურება: კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად.

დაინტერესებულმა პირებმა CV გამოაგზავნოთ მისამართზე: contact@stereoplus.ge და გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

განცხადებების მიღების ბოლო ვადაა 2017 წლის 29 მარტი.

დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე