ექიმის ადმინისტრაციული ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ექიმის ადმინისტრაციული ასისტენტი
მომწოდებელი: ი. ჟორდანიას სახელობის კლინიკა
გამოქვეყნდა: 16 მარ / ბოლო ვადა: 31 მარ
ი. ჟორდანიას სახელობის კლინიკა აცხადებს ვაკანსიას ექიმის ადმინისტრაციული ასისტენტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ვაკის ფილიალი
სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით (დღეში 8 საათი)

ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:

** სატელეფონო ზარების მიღება;
** საქმიანი შეხვედრების ორგანიზება;
** ოფიციალური მიმოწერის წარმოება პარტნიორ ორგანიზაციებთან რუსულ და ინგლისურ ენებზე;
** კორესპონდენციების წარმოება;
** პაციენტების ონფორმირება სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით (ექიმის სამუშაო განრიგის შეტყობინება, ანალიზების პასუხების გადაგზავნა და ა.შ.);
** სხვადასხვა ადმინისტრაციული საქმიანობის ორგანიზება და შესრულების კონტროლი;
** მის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალების შესრულება უშუალო ხელმძღვანელისგან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია, სამედიცინო განათლება);
** სასურველია, იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 6 (ექვსი) თვიანი გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ცოდნა;
** MS Office-ს კარგი ცოდნა;
** მოწესრიგებულობა;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობა.

დაინტერესებულმა პირებმა მოგვაწოდეთ რეზიუმე შემდეგ ელ-მისამართზე: lkharazishvili@vivomedical.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2017 წლის 31 მარტი.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე