რეგიონული გაყიდვების მენეჯერი - საქართველო, სომხეთი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: რეგიონული გაყიდვების მენეჯერი - საქართველო, სომხეთი
მომწოდებელი: Schmitz Cargobull AG
გამოქვეყნდა: 16 მარ / განახლდა: 20 მარ / ბოლო ვადა: 16 აპრ
თანდართული ფაილი: 136458-Schmitz Cargobull AG - 15.02.17.zip
გერმანული კომპანია სს "Schmitz Cargobull" არის ევროპის ბაზრის ლიდერი სატვირთო მანქანების (ტრაილერები) ინდუსტრიაში. კომპანიის ბრუნვამ 2015/16 საოპერაციო წლებში შეადგინა 1.779 მლრდ. ევრო, ხოლო დასაქმებულთა რაოდენობამ - 5.700 თანამშრომელი. კომპანიის ძირითად პროდუქტს წარმოადგენს სამაცივრე, ტენტიანი, ნახევრადმისაბმელიანი და ვაგონის ტიპის საბარგულიანი სატვირთო მანქანები, ასევე ფინანსირება, ტელეკომუნიკაცია/ინფორმატიკა (ტელემატიკა), საბურავებთან და სათადარიგო ნაწილებთან დაკავშირებული სრული მომსახურება.

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ვებ-გვერდი: http://www.cargobull.com

რეგიონული გაყიდვების მენეჯერი საქართველოსა და სომხეთში

ძირითადი მოვალეობები:

** კლიენტების მოზიდვა საქართველოსა და სომხეთში
** კონცერნის პროდუქციის აქტიური გაყიდვა
** ტენდერების დამოუკიდებლად დამუშავება საცალო გაყიდვების, ლოგისტიკის, აგრო და სატრანსპორტო სფეროში
** კლიენტებისა და მიზნობრივი ბაზრების დაგეგმვა, კოორდინირება და კონტროლი აღნიშნულ ქვეყნებში
** შიდა და გარე ქსელების შექმნა და შენარჩუნება
** პროექტის მართვა პირადი პასუხისმგებლობით
** მარკეტინგული აქტივობების დამოუკიდებლად დაგეგმვა და გატარება, შიდა ორგანიზაციული შეთანხმების საფუძველზე
** სტრატეგიული თანამშრომლობა ჩვენს პარტნიორებთან რეგიონში
** აქტიური თანამშრომლობა საწარმოებთან კომპანია Schmitz Cargobull-ის დამატებითი სერვისის მიმართულებით

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების ან ტექნიკურ (მანქანათმშენებლობა) სფეროში
** მრავალწლიანი გამოცდილება ტექნიკური პროდუქტების პირდაპირ გაყიდვებში მეორადი ავტომანქანების ბაზარზე
** ინგლისურ ენაზე თავისუფლად მეტყველების უნარი
** გერმანული და/ან რუსული ენის ცოდნას მიენიჭება უპირატესობა
** MS Office (Word, Excel, Outlook und PowerPoint)
** SAP, CRM პროგრამებში მუშაობის გამოცდილებას მიენიჭება უპირატესობა

აუცილებელი უნარები (Soft Skills):

** კომუნიკაციის უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** ანალიტიკური აზროვნების უნარი
** თავდაჯერებულობა
** სწრაფი ათვისების უნარი

განცხადების ტექსტი გერმანულ ენაზე იხილეთ აქ.

დაინტერესებულმა პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ინგლისურ ან გერმანულ ენაზე შემდეგ ელ. ფოსტაზე: jobs@georgien.ahk.de
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე