სათადარიგო ნაწილების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: სათადარიგო ნაწილების მენეჯერი
მომწოდებელი: ელიტ მოტორსი
გამოქვეყნდა: 16 მარ / ბოლო ვადა: 16 აპრ
შპს "ელიტ მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას სათადარიგო ნაწილების მენეჯერის პოზიციაზე.

პროფესიული ცოდნა/გამოცდილება:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ტექნიკური განხრით)
** განსაკუთრებით სატვირთო და კომერციული მძიმე ტექნიკის ცოდნა სასურველია
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება სათადარიგო ნაწილების სფეროში (პრიორიტეტული გამოცდილება: სატვირთო და სპეც-ტექნიკის სათადარიგო ნაწილები)
** სათადარიგო ნაწილების კატალოგებთან მუშაობა
** ტექნიკური ნახაზების კითხვა/გარჩევა
** კლიენტებთან ურთიერთობის გამოცდილება
** ქართული, რუსული და ინგლისური ენების სრულყოფილად ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** დაძაბულ რეჟიმში მუშაობისა და დროის მართვის უნარ-ჩვევები;
** ენერგიული და აქტიური
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** კომუნიკაბელური
** კლიენტის დარწმუნების უნარი
** კლიენტებთან ურთიერთობაზე ორიენტირებული.

ძირითადი მოვალეობები:

** ახალი პოტენციური კლიენტების მოძიება
** კლიენტისთვის სასურველი პროდუქტის მოძიება/ შეთავაზება
** ბაზრის მიმდინარე პოტენციალის განსაზღვრა, ადგილობრივი კონკურენტების მოძიება
** ბრენდების განვითარებაში მონაწილეობის მიღება (სტრატეგიული დაგეგმვა, მარკეტინგული საქმიანობის კოორდინაცია)
** სათადარიგო ნაწილების გაყიდვის პროცესის მთლიანი კონტროლი (კონტრაქტის მომზადება, პროდუქტის მომწოდებელთან შეკვეთა, ლოჯისტიკის უზრუნველყოფა და ა.შ.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოგზავნონ CV ფოტოსურათით მისამართზე: zantelidze@elitemotors.ge და გთხოვთ, მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს!

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე