მორიგე პედიატრი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: მორიგე პედიატრი
მომწოდებელი: მედიქლაბჯორჯია
გამოქვეყნდა: 16 მარ / ბოლო ვადა: 31 მარ
სამედიცინო ცენტრი "მედიქლაბჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას მორიგე პედიატრის თანამდებობაზე.

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება;
** სახელმწიფო სერთიფიკატი პედიატრიაში;
** პედიატრიულ კლინიკაში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** MS Office, MS Outlook პროგრამების ფლობა;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;

ძირითადი მოვალეობები:

** პედიატრიული პროფილის პაციენტის კლინიკური მეთვალყურეობა;
** სამედიცინო დოკუმენტაციის მოწესრიგება მოქმედი კანონმდებლობოთ და შიდა ბრძანების მიხედვით;

პიროვნული უნარები:

** სამუშაოს შესრულება დათქმულ ვადებში;
** მკაფიო მეტყველება, პაციენტთან ურთიერთობისას ნდობისა და კეთილგანწყობის მოპოვების უნარი;
** თანამედროვე სამედიცინო ეთიკის პრინციპების კონკრეტულ შემთხვევაში გამოყენების უნარი და ამ პრინციპების გამოყენება კონფლიქტური სიტუაციების აღმოცენებისას;
** სათანადო სამედიცინო ჩანაწერების ზედმიწევნით სრულად და ზუსტად წარმოება ქართულ და საჭიროების შემთხვევაში უცხო ენაზე;
** პროფესიულ ლიტერატურაზე (მათ შორის, ინგლისურ ენაზე არსებულ ლიტერატურაზე) მუშაობის უნარი;

თუ თქვენი მონაცემები აკმაყოფილებს ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: hr@mediclubgeorgia.ge ან მოიტანოთ სამედიცინო ცენტრ "მედიქლაბჯორჯია"-ში, მისამართი: თბილისი, ტაშკენტის ქ. 22ა.

გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება: "მორიგე პედიატრი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.

გაითვალისწინეთ, რომ შემდგომი ეტაპისთვის დავეკონტაქტებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

აპლიკაციის მიღების ბოლო ვადაა 2017 წლის 31 მარტი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე