DCFTA ექსპერტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: DCFTA ექსპერტი
მომწოდებელი: ICCN
გამოქვეყნდა: 16 მარ / ბოლო ვადა: 10 აპრ
ჰოლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო ცენტრი (ICCN) და Global Partnership for the Prevention of Armed Conflict (GPPAC), ახორციელებენ პროექტს, რომლის მიზანია კონფლიქტების პრევენციის მექანიზმებისა და ინფრასტრუქტურის გაძლიერება და ამ პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობისათვის მათი შესაძლებლობების გაზრდა. პროექტი ხორციელდება საქართველოსა და სომხეთში, სადაც პროექტის პარტნიორია ჰელსინკის სამოქალაქო ასამბლეის სომხეთის კომიტეტი.

პროექტის ერთ-ერთ წამყვან მიმართულებას წარმოადგენს ევროპასთან ასოცირების შეთანხმების/ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის (AA/DCFTA) გამოყენება სამხრეთ კავკასიაში კონფლიქტების პრევენციის კუთხით.

აქედან გამომდინარე, ICCN თანამშრომლობისათვის იწვევს სამოქალაქო საზოგადოების კვალიფიციურ წარმომადგენლებს, რომლებსაც გააჩნიათ DCFTA სფეროში ექსპერტული თეორიული ცოდნა და მისი გამოყენების პრაქტიკული გამოცდილება.

შერჩეული პირები პროექტის პროცესში მონაწილეობას მიიღებენ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების 2 დიალოგში (მათ შორის, ერთი სომხეთში), ასევე თემატურ სამუშაო ჯგუფის 2 შეხვედრასა და სამი ანალიტიკური მოხსენების შედგენაში.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოაგზავნეთ თქვენი CV და სამოტივაციო წერილი, სადაც ასახული იქნება თქვენი ექსპერტიზა DCFTA სფეროში, მისამართზე: iccn@iccn.ge (სათაურის ზოლში მიუთითეთ: DCFTA ექსპერტი).

განაცხადების მიღების საბოლოო ვადა 10 აპრილი.

შერჩევა მოხდება CV და სამოტივაციო წერილისა და გასაუბრების საფუძველზე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე