საგამოფენო დარბაზის კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: საგამოფენო დარბაზის კონსულტანტი
მომწოდებელი: ნოვა
გამოქვეყნდა: 16 მარ / ბოლო ვადა: 31 მარ
სამშენებლო მასალების მწარმოებელი, იმპორტიორი და ექსპორტიორი კომპანია "ნოვა" (www.NOVA.ge | www.AVZI.ge | www.SAXURAVI.ge), რომელიც 2007 წლიდან მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და დღეს წარმოდგენილია ქ. თბილისსა და ქ. ბათუმში საგამოფენო დარბაზებით, სასაწყობე მეურნეობებით, ასევე 100-დან 5000 ლიტრამდე პოლიეთილენის ავზების მწარმოებელი და სასახურავე მასალებისა და თაბაშირ-მუყაოს ფილების აქსესუარების მწარმოებელი თანამედროვე საწარმოო ხაზებით, აცხადებს ვაკანსიას ბიჭებისთვის (ასაკი" 20-30 წელი), საგამოფენო დარბაზის კონსულტანტის თანამდებობაზე ქ. თბილისში.

კონსულტანტის მოვალეობები:

** დაიცვას მომსახურების სტანდარტები, უსაფრთხოების ნორმები და კომპანიის შინაგანაწესი;
** გაუწიოს კონსულტაცია მყიდველს საქონლის მახასიათებლების, ასევე საგარანტიო მომსახურების პირობების საკითხებზე;
** კორექტულად და კეთილგანწყობით მოეკიდოს თითოეულ მყიდველს, ყურადღება მიაქციოს საკუთარი მეტყველებისა და მანერების დახვეწილობას;
** ახალი პროდუქციის მიღებისას დახმარება გაუწიოს მენეჯერს დარბაზში საქონლის ეფექტურად განთავსებაში;
** შეამოწმოს და უზრუნველყოს მაღაზიაში განთავსებულ პროდუქციაზე ფასის ნიშნის არსებობა და სისწორე;
** შეადგინოს რეალიზაციის პირველადი დოკუმენტები;
** გასცეს გაყიდული საქონელი;
** საგამოფენო დარბაზში წარმოდგენილი პროდუქციის დაზიანების შესახებ აცნობოს ადმინისტრაციას;
** მონაწილეობა მიიღოს ინვენტარიზაციაში;
** შეასრულოს უშუალო ხელმძღვანელის ცალკეული სამსახურეობრივი დავალებები.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია);
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
** ქართული ენის სრულყოფილი და რუსული ენის სალაპარაკო დონეზე ცოდნა სავალდებულოა;
** საოფისე პროგრამების (Excel, Word) ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაბელურობა;
** თავაზიანობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დისციპლინირებულობა;
** პედანტურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

გამოსაცდელი ვადა: 6 თვემდე.
ანაზღაურება: გამოსაცდელი ვადის პერიოდში, შეთანხმებით.
სამუშაო გრაფიკი: სრული.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV ფოტოსურათთან ერთად ელექტრონულ მისამართზე: hr@nova.ge 2017 წლის 31 მარტის ჩათვლით. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "კონსულტანტი".

დავუკავშირდებით მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოცემულ მოთხოვნებს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე