საინჟინრო-ტექნიკური სისტემების ელექტრიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: საინჟინრო-ტექნიკური სისტემების ელექტრიკოსი
მომწოდებელი: თბილღვინო
გამოქვეყნდა: 16 მარ / ბოლო ვადა: 31 მარ
სს "თბილღვინო" აცხადებს ვაკანსიას საინჟინრო-ტექნიკური სისტემების ელექტრიკოსის თანამდებობაზე.

სამუშაოს სტატუსი: სრული განაკვეთი.
გამოსაცდელი ვადა: 2 თვე.
ვაკანსიის რაოდენობა: 1
ანაზღაურება: განისაზღვრება ინდივიდუალური მოლაპარაკების საფუძველზე.

ამ სტრუქტურული ერთეულის მიზნებია: საინჟინრო-ტექნიკურ ელექტრო სისტემებში არსებული და მოსალოდნელი ხარვეზების დროული გამოვლენის უზრუნველყოფა.

ამოცანები: მიმდინარე პროცესში საინჟინრო-ტექნიკურ სისტემებში არსებული პრობლემების გამოვლენა და შეკეთება; საინჟინრო-ტექნიკურ სისტემებში მოსალოდნელი საფრთხეების და რისკების იდენტიფიცირება და მათი აღმოფხვრა.

ძირითადი სამუშაო ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის საინჟინრო-ტექნიკური სისტემების მონიტორინგის მიზნით საჭირო სამუშაოების დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება და განხორციელება;
** არსებული შენობა-ნაგებობებისა და მოწყობილობა-დანადგარების ელექტული მდგომარეობის (ელ.გამანაწილებელი კარადები, ელ.გაყვანილობა, ელ.ძრავები, განათება, დაცვის სისტემები, სათვალთვალო კამერები) შემოწმება მათ გაუმართაობასთან დაკავშირებული მოსალოდნელი საფრთხეების იდენტიფიცირების მიზნით. შეუსაბამობების აღმოჩენისთანავე მათი დროული შეკეთება;
** კომპანიის საინჟინრო-ტექნიკური სისტემებში მოსალოდნელი საფრთხეების და რისკების იდენტიფიცირების მიზნით საჭირო წინასწარი კონტროლის სამუშაოების დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება და დაგეგმილის განხორციელება;
** გათბობისა და კონდიცირების, სამაცივრე სისტემების (სარელეო მართვის კარადების, ჩამრთველ/გამთვიშველების) ელექტროგამართულობის მონიტორინგი და გამოვლენილ პრობლემების აღმოფხვრა-შეკეთება;
** საინჟინრო-ტექნიკურ სისტემებში გამოვლენილ დარღვევებზე საჭიროებისას მყისიერი რეაგირება, ინფორმაციის მიწოდება ხელმძღვანელისთვის;
** საინჟინრო-ტექნიკური ელექტრო სისტემების მონიტორინგის მიდგომების განვითარების წინადადებების ინიცირება ხელმძღვანელთან, რომ მოსალოდნელი პრობლემის იდენტიფიცირება უფრო დროულად ხდებოდეს;
** თანამშრომლების (ოპერატორების) მხრიდან საინჟინრო-ტექნიკური მოწყობილობა-დანადგარების მოვლის წესების დაცულობის მონიტორინგი;
** ვენახებში წვეთოვანი მორწყვის ელექტროსისტემების (ჭაბურღილების სატუმბ-საქაჩების და წვეთოვანი მორწყვის მართვის პულტის) სტაბილურად მუშაობის მონიტორინგი;
** რთველის პერიოდში ე.წ. რთველის რეჟიმში მუშაობა, კომპანიის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, როგორც თბილისის ქარხანაში, ისე ყვარლის რაიონში პირველად ქარხანაში.
** შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
** სამუშაოების შესრულება ISO მოთხოვნების დაცვით.

პასუხისმგებლობა:

** საინჟინრო-ტექნიკურ ელ.სისტემებში არსებული/მოსალოდნელი შეფერხებების დროულად გამოვლენაზე;
** დაკისრებული ფუნქციების სრულად, სათანადო ხარისხით, დროულად შესრულებაზე;
** ხელმძღვანელებისთვის ან სხვა ერთეულებისთვის ინფორმაციის დროულად, ზუსტად მიწოდებაზე;
** კომპანიისთვის მნიშვნელოვანი კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვაზე;
** მის განკარგულებაში ან სარგებლობაში არსებული რესურსების, ინვენტარის, ძირითადი საშუალებების სათანადო ექსპლუატაციაზე, სიფრთხილით მოპყრობაზე, რაციონალურ გამოყენებაზე;
** დასახული მიზნის მისაღწევად წინასწარ დაგეგმილი, განსახორციელებელი აქტივობების ეფექტურ შესრულებაზე;
** შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების, კომპანიის შინაგანაწესისა თუ საქართველოს კანონმდებლობის დაცვაზე.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმალური განათლება: უმაღლესი, ელ.ტექნიკური განათლება
** პროფესია: ელექტრო ინჟინერი (უპირატესობა: ელექტრიკოს-მექანიკოსი)
** აღნიშნულ სფეროში ანალოგიურ თანამდებობაზე სამუშაო გამოცდილება: 3 წელი
** მაღალი პასუხისმგებლობა, ორგანიზებულობა, სტრესულ, ექსტრემალურ სიტუაციებში მუშაობის უნარი და გამოცდილება.
** პრობლემების მოგვარების, ანალიტიკური აზროვნების, დავალებების სწორად და ჯეროვნად შესრულება.
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: MS Word, MS Excel, Outlook, IE და Google Chrome,
** ავტომობილის მართვის მოწმობა და სტაჟი;
** საკუთარი ძალებით მომსახურება-შეკეთების უნარი და გამოცდილება.
** ასაკი: 25 წლიდან 50 წლის ასაკამდე.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე ელ.ფოსტის მისამართზე: tchokhonelidze@tbilvino.ge 2017 წლის 31 მარტამდე. გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება წერილის სათაურში, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა განხილული არ იქნება.

საკონტაქტო პირი: ტურფა ჭოხონელიძე
მისამართი: თბილისი, სარაჯიშვილის გამზ. 2
ტელ: 2 653 382
მობ: (599) 24 22 64
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე