მერჩენდაიზერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: მერჩენდაიზერი
მომწოდებელი: ბიბლუსი
გამოქვეყნდა: 16 მარ / ბოლო ვადა: 6 აპრ
წიგნის მაღაზიათა ქსელი "ბიბლუსი" აცხადებს ვაკანსიას მერჩენდაიზერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** სამსახურის ხელმძღვანელთან ერთად მერჩენდაიზინგის პრინციპების და სტრატეგიის შემუშავება;
** სამსახურის ხელმძღვანელთან ერთად მერჩერნდაიზინგის სახელმძღვანელოების შემუშავება;
** დაკვირვება მერჩენდაიზინგის გავლენაზე ცალკეულ ფილიალში და ამ გავლენის გაძლიერებაზე მუდმივი მუშაობა;
** ვიზუალური მერჩენდაიზინგის ძირითადი პრინციპების დაცვით მაქსიმალურად ეფექტიანი განლაგების უზრუნველყოფა;
** მომხმარებელთან კომუნიკაციის საფუძველზე საინტერესო, გაყიდვებზე ორიენტირებული განლაგების უზრუნველყოფა;
** ფილიალების მუდმივი მონიტორინგი შემუშავებული სტანდარტების დაცვის კუთხით;
** სეზონური, სააქციო და სხვა თემატური განთავსებების დაგეგმვა და უზრუნველყოფა ფილიალებში;
** საჭიროების შემთხვევაში ფილიალის ყოველდიური მუშაობის პროცესში ჩართულობა;
** მერჩენდაიზინგის სიახლეების საქმის კურსში ყოფნა და მათი დანერგვა ქსელში.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** გამოცდილება მერჩენდაიზინგის, გაყიდვების, მარკეტინგის მიმართულებით - მინიმუმ 2-3 წელი;
** ყველა საოფისე პროგრამის ცოდნა, 1c-ის (ERP) ცოდნა
** ინგლისური, რუსული ენების ცოდნა.

პიროვნული მახასიათებლები:

** ორგანიზების უნარი;
** გუნდში მუშაობის უნარი;
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
** სამუშაოს პრიორიტეტებად დანაწილების უნარი;
** გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;
** სამუშაო დროის ეფექტურად განაწილების უნარი.
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სწრაფი ადაპტაციის უნარი;
** პუნქტუალური.

სამუშაო გრაფიკი: 09:30-18:00 სთ.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, შეავსეთ აპლიკაცია: http://hr.palitra.ge/vacancy/0xa1ccc86000d1d82911e70a126a0eaa2a ან გამოაგზავნეთ თქვენი CV ელ-ფოსტაზე: vacancy@biblusi.ge 2017 წლის 6 აპრილის ჩათვლით. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. სათაურის გარეშე გამოგზავნილი CV არ განიხილება. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე