ანალიტიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ანალიტიკოსი
მომწოდებელი: ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი
გამოქვეყნდა: 16 მარ / განახლდა: 20 მარ / ბოლო ვადა: 31 მარ
შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" წამყვანი კომპანია საქართველოს წყალმომარაგების ბაზარზე, რომლის მიზანია ხარისხიანი, უსაფრთხო და საიმედო წყალმომარაგებით თბილისისა და მისი შემოგარენის უზრუნველყოფა აცხადებს ვაკანსიას ანალიტიკოსის თანამდებობაზე.

მოვალეობა/პასუხისმგებლობა:

** წყლისა და ელექტროენერგიის ხარჯების წარმოება და მონიტორინგი;
** წყლის ბალანსის წარმოება;
** წყლის დანაკარგების იდენტიფიცირება;
** საოპერაციო ბიუჯეტის ანალიზი, განხილვა-კორექტირება;
** სტრუქტურული ერთეულების მიმდინარე სამუშაოების შესახებ ინფორმაციის შეგროვება, ანალიზი და კონტროლი;
** საოპერაციო სამსახურების საწარმოო გეგმების შემუშავება;
** საოპერაციო სამუშაოებში გამოყენებადი რესურსების, მათ შორის ელექტრო ენერგიის მოხმარების დაგეგმვა;
** რესურსების ეფექტიანი გამოყენების მონიტორინგი;
** შეფასების კრიტერიუმების შემუშავება ეფექტიანობის გაზრდის მიზნით;
** გეგმების შესრულების, ანგარიშისა და ოპტიმიზაციის რეკომენდაციების მომზადება და წარდგენა ოპერაციების ანალიტიკის დეპარტამენტის უფროსისთვის;
** საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან ურთიერთობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება წყალმომარაგების ან ენერგეტიკის სფეროში;
** ქართული, რუსული და ენების კარგად ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Office) კარგად ცოდნა;
** დიდი მოცულობის ინფორმაციის დამუშავების გამოცდილება;
** რეპორტების წარმოების გამოცდილება.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** კომუნიკაბელურობა და კოლეგიალურობა;
** დატვირთულ რეჟიმში მუშობის უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: recruitment@georgianwater.com არა უგვიანეს 2017 წლის 31 მარტისა (18:00 საათი).

გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის საგანში ("subject") მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ რომ თანახმა ხართ შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე