საბანკო საქმის შემსწავლელი კურსი + სტაჟირება
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: საბანკო საქმის შემსწავლელი კურსი + სტაჟირება
მომწოდებელი: ევროპის აკადემიური ცენტრი
გამოქვეყნდა: 16 მარ / ბოლო ვადა: 16 აპრ
"ევროპის აკადემიური ცენტრი" თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში აცხადებს მიღებას საბანკო საქმის შემსწავლელ კურსზე.

"ევროპის აკადემიური ცენტრი" ფლობს ISO სერტიფიკატს (ISO 9001) ტრენინგებისა და პროფესიული გადამზადების კურსების შემუშავება განხორციელებაში. ჩვენ ორიენტირებულები ვართ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის სწავლებაზე. ამასთანავე, მუდმივად ვთანამშრომლობთ დამსაქმებელთა კორპუსთან, რათა შევისწავლოთ მათი მოთხოვნები და შევძლოთ ამ მოთხოვნების პრაქტიკული რეალიზაცია.

საბანკო საქმის ინტენსიური სწავლების პროგრამის მიზანია მსმენელთა კვალიფიციური გადამზადება და დასაქმება საბანკო სექტორში. იგი მთლიანად აგებულია საბანკო დაწესებულებებში კადრების შერჩევის არსებული მოთხოვნების და სპეციფიკის შესაბამისად.

პროგრამა მოიცავს:

** საქართველოს საბანკო სისტემა და მოქმედი საბანკო კანონმდებლობა;
** ნაღდ ფულთან და ფასეულობებთან დაკავშირებული ოპერაციები;
** შიდასაბანკო, ბანკთაშორისი ანგარიშსწორება და ანგარიშსწორების სისტემები;
** საბანკო ანგარიშების სახეები და მათი გახსნის თავისებურებანი;
** საბანკო დეპოზიტები, მასზე პროცენტის დარიცხვის მეთოდები; მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებები; ამოცანები ანაბრებზე
** უნაღდო ანგარიშსწორების ინსტრუმენტები: საგადახდო დავალება; საინკასო დავალება; დოკუმენტალური აკრედიტივი; დოკუმენტალური ინკასო; საბანკო პლასტიკური ბარათები; საბანკო და სამგზავრო ჩეკები;
** დისტანციური საბანკო მომსახურება (ინტერნეტ ბანკი, მობაილ ბანკინგ და სხვ.)
** საკრედიტო პროდუქტების მიმოხილვა; სესხების გაცემის პროცედურა; რისკების მართვა;
** საბანკო და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობა;
** მიკროსაფინანსო დაწესებულებების და საკრედიტო კავშირების საქმიანობა;
** ბანკების ოპერაციები ფასიან ქაღალდებთან; სავალუტო ოპერაციები; ბლუმბერგის ელექტრონული სავაჭრო სისტემა;
** მომხმარებელთან შეხვედრისა და ურთიერთობის ზოგადი სტანდარტები; შეფერხების მოგვარების სტანდარტები; პრობლემური სიტუაციების მოგვარების სტანდარტები; სატელეფონო მომსახურების ზოგადი სტანდარტები;
** საბანკო პროდუქტების გაყიდვის მეთოდები.

კურსის ფარგლებში მსმენელებისთვის მასტერკლასებს ჩაატარებენ საქართველოში წამყვანი ბანკებიდან მოწვეული სპეციალისტები:

** დავით პიტიურიშვილი (თიბისი ბანკი) - "პრობლემური სესხების მართვა", "ეფექტური გაყიდვები";
** გელა აბრამიშვილი (ფინკა ბანკი) - "ბიზნეს სესხების ანალიზი";
** ნათია ქისტიშვილი (ბაზის ბანკი) - "ბიზნეს სესხების გაცემის პროცედურები";
** ხათნა ხანიშვილი (თიბისი ბანკი) - "საბანკო პროგრამა ALTA Software".

პროგრამის წარმატებით გავლის შემდეგ მსმენელებს ექნებათ შესაძლებლობა დასაქმდნენ საბანკო და საკრედიტო დაწესებულებებში, შემდეგ პოზიციებზე:

** მოლარე;
** მოლარე-ოპერატორი;
** ანგარიშების მართვის მენეჯერი;
** განვადების მენეჯერი;
** საკრედიტო ექსპერტი;
** პრობლემური სესხების მართვის ოფიცერი;
** კლიენტთა მომსახურების ოფიცერი;
** საინფორმაციო ოფიცერი;
** ქოლ ცენტრის ოპერატორი.

სასწავლო კურსის მსმენელებს უფასოდ გადაეცემათ სასწავლო ლიტერატურა და მასალები.

კურსი აგრეთვე მიზნად ისახავს გააცნოს მსმენელს გასაუბრების და ტესტირების პრინციპები, აღნიშნული კურსის ფარგლებში განიხილება გასაუბრებისას კანდიდატის შეფასების მეთოდები; IQ-სტესტი და მათემატიკური უნარები. პროგრამის ფარგლებში მსმენელი დაეუფლება რეზიუმეს და სამოტივაციო წერილების პროფესიულ დონეზე შედგენას; აგრეთვე, ინდივიდუალურად განიხილება თითოეული მსმენელის თვითპრეზენტაცია, რომელსაც დიდი ყურადღება ეთმობა საბანკო სფეროში მუშაობის დასაწყებად.

კურსს უძღვება მრავალწლიანი პრაქტიკის მქონე ტრენერი. მისი მომზადებული ძალიან ბევრი მსმენელი დასაქმებულია საბანკო და არასაბანკო საფინანო დაწესებულებებში.

კურსის ხანგრძლივობა: 7 კვირა + სტაჟირება.
სასწავლო გრაფიკი: კვირაში 2-ჯერ, 2 სთ.
კურსის ღირებულება: 350 ლარი.
კურსი გულისხმობს ფინალურ სასერტიფიკატო გამოცდას, რომლის საფუძველზეც გაიცემა "ევროპის აკადემიური ცენტრის" ორენოვანი სერტიფიკატი. წარმატებულ კურსდამთავრებულებზე აგრეთვე გაიცემა სარეკომენდაციო წერილი.

რეგისტრაციისათვის შეავსეთ განაცხადის ფორმა: https://goo.gl/6Dm2MH

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:

ქ. თბილისი, კოსტავას 67
ტელ: (+995 32) 2 238234, 599 334700

ქ. ქუთაისი, წერეთლის ქ. 13 (ქუთაისის უნივერსიტეტის პირველი სართული)
ტელ: (+995 431) 236060, 598 802227

ქ. ბათუმი, ჯავახიშვილის 3ა
ტელ: (+995 422) 293 293, 592 700066

ვებ-გვერდი: http://www.pdcgeo.ge
ელ-ფოსტა: info@pdcgeo.ge
Facebook: https://www.facebook.com/www.pdcgeo.ge.Tbilisi
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე