პრობლემური აქტივების მართვის სპეციალისტი - თბილისი, რეგიონები
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: პრობლემური აქტივების მართვის სპეციალისტი - თბილისი, რეგიონები
მომწოდებელი: ტრიბა
გამოქვეყნდა: 16 მარ / ბოლო ვადა: 16 აპრ
პრობლემური აქტივების მართვის კომპანია შპს "ტრიბა", რომელიც წარმოდგენილია 6 ფილიალით თბილისსა და საქართველოს სხვა რეგიონებში, 2009 წლიდან მოყოლებული წარმატებით მოღვაწეობს პრობლემური აქტივების მართვის სფეროში. კომპანიაში დასაქმებულია 200-მდე თანამშრომელი.

შპს "ტრიბა" აცხადებს ვაკანსიას პრობლემური აქტივების მართვის სპეციალისტის თანამდებობაზე თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ფოთსა და ქუთაისში.

მოვალეობები:

** პორტფელში არსებულ კლიენტებზე ინფორმაციის მოძიება და დამუშავება;
** პრობლემურ კლიენტებთან მოლაპარაკებების წარმოება;
** პრობლემების იდენტიფიცირება და მათი მოგვარების გზების ძიება;
** ვალდებულებების დაფარვის უზრუნველყოფა;
** პორტფელის სისტემატური მონიტორინგი.

მოთხოვნები:

** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** კომუნიკაბელურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** აქტიურ და სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს, რომელთაც აქვთ გამოცდილება შემდეგ სფეროებში: გაყიდვები, ქოლცენტრი, საბანკო, იურიდიული.

სამუშაო საათები:

** ორშაბათი-პარასკევი: სრული სამუშაო განაკვეთი;
** შაბათი: ნახევარი სამუშაო განაკვეთი.

ამ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად, გთხოვთ, გადმოგვიგზავნოთ CV (რეზიუმე) ელექტრონულ მისამართზე: hr@triba.ge და მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება და რეგიონი, სადაც გინდათ, რომ განიხილებოდეს თქვენი კანდიდატურა.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე