სტაჟირება მიკრო დაკრედიტების მიმართულებით
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: სტაჟირება მიკრო დაკრედიტების მიმართულებით
მომწოდებელი: ტერაბანკი
გამოქვეყნდა: 16 მარ / ბოლო ვადა: 30 მარ
სს "ტერაბანკი" აცხადებს სტაჟირებას მიკრო დაკრედიტების მიმართულებით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს)
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა
** ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა.

დამატებითი მოთხოვნები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი.

შერჩევის პროცესში უპირატესობა მიენიჭებათ იმ კანდიდატებს, რომლებსაც აქვთ უმაღლესი განათლება ეკონომიკის ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით, მაღალი რეიტინგი ფინანსურ აღრიცხვასა და ტექნიკურ საგნებში, რაც დადასტურებული უნდა იყოს საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტით.

თეორიული კურსის გავლის შემდეგ პრაქტიკული სტაჟირება ანაზღაურებადია.

სტაჟიორის შერჩევა ხდება კონკურსის წესით - ჯგუფური გასაუბრების, ტესტირებისა და ინდივიდუალური გასაუბრების საფუძველზე. ტესტი მოიცავს ზოგადი უნარების ვერბალურ და მათემატიკურ ნაწილს.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოგზავნონ CV მისამართზე: HR@terabank.ge 2017 წლის 30 მარტის 18:00 სთ-მდე.

აპლიკანტების საყურადღებოდ: გთხოვთ, მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი. გასაუბრებისათვის მოწვეული იქნებიან მხოლოდ ის კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ მოცემული ვაკანსიის მოთხოვნებს. სატელეფონო ზარები არ მიიღება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე