მიკრო სესხების ექსპერტი - თბილისი, რეგიონები
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: მიკრო სესხების ექსპერტი - თბილისი, რეგიონები
მომწოდებელი: ტერაბანკი
გამოქვეყნდა: 16 მარ / ბოლო ვადა: 30 მარ
სს "ტერაბანკი" თბილისში, გორში, მარნეულსა და დედოფლისწყაროში აცხადებს ვაკანსიას მიკრო სესხების ექსპერტის პოზიციაზე.

მოვალეობები:

** მიკრო და მცირე სეგმენტის კომპანიების/კლიენტების მოზიდვა/მოლაპარაკებების წარმართვა/პრეზენტაციების მოწყობა
** საბანკო პროდუქტების (საკრედიტო/სადებეტო) გაყიდვა
** ბიზნეს სესხების დამუშავება, ფინანსური ანალიზის ჩატარება, დამტკიცება, გაცემა
** პორტფელის ზრდაზე და ხარისხზე მუდმივი ზრუნვა.

აუცილებელი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება საბანკო საქმისა და ფინანსების მიმართულებით
** ბიზნეს/აგრო სესხებზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
** ფინანსური უწყისების მომზადების მაღალ დონეზე ცოდნა
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ფლობა
** ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა.

დამატებითი მოთხოვნები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** პასუხისმგებლობა.

მსურველებს გთხოვთ, CV გამოაგზავნოთ მისამართზე: vacancy@terabank.ge 2017 წლის 30 მარტის 18:00 საათამდე.

აპლიკანტების საყურადღებოდ: გთხოვთ, "subject"-ში მიუთითოთ პოზიცია და ქალაქი, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი. სხვა შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება. ტესტირებისა და გასაუბრებისათვის მოვიწვევთ მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოცემული ვაკანსიის მოთხოვნებს. სატელეფონო ზარები არ მიიღება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე