პერსონალის მართვის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: პერსონალის მართვის მენეჯერი
მომწოდებელი: დეგუსტო
გამოქვეყნდა: 16 მარ / ბოლო ვადა: 10 აპრ
რესტორნების ქსელი "დეგუსტო" აცხადებს ვაკანსიას პერსონალის მართვის მენეჯერის პოზიციაზე.

ფუნქციები:

** ადამიანური რესურსების მართვის პროცედურების შექმნა და დანერგვა;
** პერსონალის შერჩევის პროცესის მართვა;
** სარეზერვო ჯგუფების შექმნა და მათი განვითარება;
** ადამიანური რესურსების აყვანის არხების განვითარება სხვადასხვა რანგის პოზიციებისთვის;
** ვაკანსიების განთავსება სხვადასხვა არხებში და ინფორმაციის გავრცელება;
** თანამშრომელთა პირადი საქმეების, ბრძანებების ადმიისტრირება;
** პერსონალის შეფასების სისტემის შემუშავება, დანერგვა და განვითარება;
** ადამიანური რესურსების განვითარების საჭიროებების კვლევა და განვითარების სამუშაოების დაგეგმვა გარე რესურსების საშუალებით;
** კორპორატიული ღონისძიებების დაგეგმვაში მონაწილების მიღება;
** თანამშრომლების არამატერიალური წახალისების მეთოდებზე იდეების გენერაცია, შერჩევა და განხორციელება.

აუცილებელი მოთხოვნა:

** უმაღლესი განათლება მენეჯმენტის/ორგანიზაციული ფსიქოლოგიის მიმართულებით
** სავალდებულოა პერსონალის შერჩევის მიმართულებით სამუშაო გამოცდილება - მინიმუმ 1 წელი
** საოფისე პროგრამების ცოდნა
** პროცესების მართვის გამოცდილება;
** გადაწყვეილების მიღების უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, თქვენი CV გამოაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: hrdegusto@gmail.com და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "HR მენეჯერი".

აპლიკაციის მიღების ბოლო ვადაა 2017 წლის 10 აპრილი.

"დეგუსტო" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე