უმცროსი .NET პროგრამისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: უმცროსი .NET პროგრამისტი
მომწოდებელი: კრედიტსერვისი+
გამოქვეყნდა: 15 მარ / ბოლო ვადა: 15 აპრ
მისო "კრედიტსერვის+" არის 1999 წლიდან ფინანსურ ბაზარზე წარმატებულად მომუშავე, მუდამ განვითარებადი კომპანია, რომელიც წარმოდგენილი არის საქართველოს 22 ქალაქში 30 სერვის ცენტრით, ასაქმებს 300-ზე მეტ ადამიანს და მრავალფეროვან სერვისს სთავაზობს საკუთარ მომხმარებლებს.

კომპანიის მუდმივი განვითარების ხელშეწყობას ახორციელებს პროფესიონალური და განვითარებადი IT გუნდი, რომლისთვისაც ვეძებთ ახალგაზრდა, ნიჭიერ და განვითარებაზე ორიენტირებულ თანამშრომელს, უმცროსი .NET პროგრამისტის თანამდებობაზე.

მოთხოვნები:

** ზოგადი წარმოდგენა ჰქონდეს Web, Windows და Server Side ტექნოლოგიებზე
** ერკვეოდეს .NET Framework-ში, ფლობდეს C# დაპროგრამების ენას
** ერკვეოდეს JavaScript ენაში და ფლობდეს რომელიმე JS Library/Framework-ს, მაგალითად Jquery
** ერკვეოდეს მონაცემთა ბაზის არქიტექტურაში, კერძოდ MS SQL Server. იცოდეს რა არის, როგორ შექმნას და გამოიყენოს Sotred Procedures, UDF და ა.შ.
** ჰქონდეს ახალი ტექნოლოგიების შესწავლის სურვილი.

უმცროსი პროგრამისტი აქტიურად ჩაერთვება როგორც ორგანიზაციაში მიმდინარე ბიზნეს პროცესების ავტომატიზებაში, ასევე ახალი და არსებული პროდუქტების შექმნა/განვითარებაში, იმუშავებს ინოვატორულ და ენერგიულ გუნდთან ერთად და მიეცემა საშუალება მიიღოს IT ცოდნა ფინანსური სფეროს კუთხით.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: vacancy@creditservice.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე