კიბოს სქრინინგის პროგრამის კოორდინატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: კიბოს სქრინინგის პროგრამის კოორდინატორი
მომწოდებელი: სამედიცინო კორპორაცია ევექსი
გამოქვეყნდა: 15 მარ / ბოლო ვადა: 29 მარ
"სამედიცინო კორპორაცია ევექსი" აცხადებს კიბოს სქრინინგის პროგრამის კოორდინატორის ვაკანსიას თბილისში.

"სამედიცინო კორპორაცია ევექსი" ყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში და დღეისათვის ქვეყნის 6 რეგიონში 74 კლინიკითაა წარმოდგენილი.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, სათავო ოფისი
სამუშო გრაფიკი: 8 საათიანი 5 სამუშაო დღე (შაბათ-კვირის გარდა)

ძირითადი მოვალეობები:

** კიბოს და C ჰეპატიტის სკრინინგის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სერვისების მიწოდების კოორდინაცია;
** კიბოს სკრინინგის ფარგლებში კვარტლურად ეპიდ ანალიზის გაკეთება;
** კიბოს და C ჰეპატიტის პროგრამის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადების კოორდინირება;
** კიბოს ორგანიზებული სკრინინგის პროექტის კოორდინირება;
** კიბოს და C ჰეპატიტის სკრინინგის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი სხვა ადმინისტრაციული საკითხების შესრულება;
** ანგარიშის წარმოება უშუალო ხელმძღვანელთან;
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა ფუნქციების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სავალდებულოა სამედიცინო სპეციალობით;
** სამუშაო გამოცდილება სავალდებულოა არანაკლებ 3 წლისა მსგავსი მიმართულებით;
** პრიორიტეტულია პროექტების მართვის გამოცდილება;
** პრიორიტეტულია MS office პროგრამების ცოდნა, განსაკუთრებით კი excel;
** სასურველია ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის მართვის გამოცდილება;

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გამართულად კომუნიკაციის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 29 მარტი, 2017

დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს: https://evex.ge/ge/career/mimdinare-vakansiebi/kibos-sqriningis-programis-koordinatori-tbilisi.page

"სამედიცინო კორპორაცია ევექსი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.
სამედიცინო კორპორაცია ევექსში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სამედიცინო კორპორაცია ევექსის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე