კონკურსი ფოტოგრაფებისთვის
 
ყველა ტენდერი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: კონკურსი ფოტოგრაფებისთვის
მომწოდებელი: ადამიანის უფლებების განვითარების ფონდი
გამოქვეყნდა: 15 მარ / ბოლო ვადა: 30 ივლ
"ადამიანი უფლებების განვითარების ფონდი" აცხადებს ფოტოკონკურსს თემაზე - მარტოხელა მშობლები საქართველოში.

ვინ არიან მარტოხელა მშობლები:

** ქალი ან კაცი, ვისაც რეგისტრირებული ქორწინების გარეშე ჰყავს არასრულწლოვანი შვილი;
** განქორწინებული ქალი ან კაცი, ვისაც არასრულწლოვანი შვილი ჰყავს;
** ქვრივი, რომელსაც არასრულწლოვანი შვილი ჰყავს;
** ქალი ან კაცი, ვისაც შვილად ჰყავს აყვანილი არასრულწლოვანი.

რა პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს საკონკურსო მასალა:

** საკონკურსო მასალა, შესაძლოა, იყოს 1 ფოტო ან ფოტოპროექტი(მაქსიმუმ 12 ფოტო);
** ფოტო/ფოტოები წარმოდგენილი უნდა იყოს JPG ფაილის ფორმატით, მინიმუმ 2000-3000 pix;
** ფოტოები შეიძლება იყოს როგორც ფერადი, ასევე შავ-თეთრი;

რა კრიტერიუმებით შეირჩევა საუკეთესო ფოტო/ფოტოპროექტი:

** მასალაში უნდა ჩანდეს, რომ დედა/მამა მარტოხელაა და შვილს მარტო ზრდის;
** უნდა ჩანდეს ის სირთულეები, რაც შვილის მარტო გაზრდას უკავშირდება;
** სასურველია, ჩანდეს ის სოციალური პრობლემები, რაც მარტოხელა მშობლების უმეტესობას აქვს.

გამარჯვებულები გამოვლინდებიან სამ ნომინაციაში:

პირველი ადგილი - 500 ევრო;
მეორე ადგილი - 400 ევრო;
მესამე ადგილი - 300 ევრო.

საკონკურსო მასალების მიღების ბოლო ვადაა 2017 წლის 30 ივნისი, 18:00 სთ. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა მასალები უნდა გამოგზავნონ ორგანიზაციის ელ. ფოსტაზე: info@hrdf.ge ან წარადგინონ შემდეგ მისამართზე: კანდელაკის ქუჩა 2, სადარბაზო 2, სართული 2, ბინა 22.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 2 477 566
 
ყველა ტენდერი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე