SME ბიზნეს სესხების უფროსი ექსპერტი - თბილისი, რუსთავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: SME ბიზნეს სესხების უფროსი ექსპერტი - თბილისი, რუსთავი
მომწოდებელი: ბაზისბანკი
გამოქვეყნდა: 15 მარ / ბოლო ვადა: 25 მარ
თანდართული ფაილი: 136378-basisbank-app.zip
სს "ბაზისბანკი" აცხადებს ვაკანსიას მცირე და საშუალო ბიზნეს სესხების უფროსი ექსპერტის თანამდებობაზე, თბილისის და რუსთავის სერვისცენტრებში.

მოვალეობები

** მცირე და საშუალო სესხების მაღალხარისხიანი საკრედიტო პორტფელის ფორმირება
** მუდმივი ზრუნვა ახალი მომხმარებლების მოზიდვაზე
** საკრედიტო განაცხადის მომზადება, პრეზენტაცია საკრედიტო კომიტეტზე, სესხის გაცემა
** პრობლემურ მსესხებლებთან მუშაობა

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია - საბანკო საქმე, საბუღალტრო აღრიცხვა, ფინანსები, ბიზნეს ადმინისტრირება)
** საბანკო სტრუქტურაში ან შესაბამის საფინანსო ინსტიტუტში მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება (ბიზნესის დაკრედიტების მიმართულებით)
** ქართული ენა - სრულყოფილად; რუსული ენა - სასურველია;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების (MS Word, MS Excel) კარგად ცოდნა;
** ანალიტიკური აზროვნება;
** დაკვირვებულობა დეტალების მიმართ, ორგანიზებულობა;
** შედეგზე ორიენტირებულობა;
** კომუნიკაბელურობა;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოაგზავნონ CV/სააპლიკაციო ფორმა და ფოტოსურათი (3X4) შემდეგ მისამართზე: hr@basisbank.ge საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2017 წლის 25 მარტი.

გთხოვთ, სათაურის ზოლში მიუთითოთ პოზიციის შესაბამისი კოდი და თქვენი გვარი, წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.

თბილისი - კოდი 1711
რუსთავი - კოდი 1712

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩევის შედეგად სიაში მოხვედრილ კანდიდატებთან.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე