ტენდერი ორგანიზაციის საჭიროებების შეფასებაზე
 
ყველა ტენდერი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ტენდერი ორგანიზაციის საჭიროებების შეფასებაზე
მომწოდებელი: CENN
გამოქვეყნდა: 15 მარ / ბოლო ვადა: 31 მარ
ტექნიკური დავალება: ორგანიზაციის საჭიროებების შეფასება რესურსების მართვისა და დაგეგმვის სისტემის მოდულის შემუშავებისათვის

ინფორმაცია ორგანიზაციის შესახებ:

"კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი" (CENN) არასამთავრობო რეგიონული ორგანიზაციაა, რომელიც დაარსდა 1998 წელს და აქტიურად მუშაობს შემდეგ სფეროებში: სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობა და ინსტიტუციური განვითარება, გარემოსდაცვითი კვლევა და პოლიტიკა, რესურსების მართვა, საერთაშორისო მოთხოვნებსა და კანონმდებლობასთან შესაბამისობის მართვა, მდგრადი განვითარება და კომუნიკაცია.

დაარსების დღიდან CENN საქმიანობებს ახორციელებს ადგილობრივ, ეროვნულ და რეგიონულ დონეზე მთელი სამხრეთ კავკასიის რეგიონის მასშტაბით.

CENN-ის მიზანია ისეთი თანამედროვე საზოგადოების განვითარება, რომელსაც გაცნობიერებული ექნება გარემოსა და მისი დაცვის მნიშვნელობა.

ორგანიზაციის მისიაა თანამედროვე, მდგრადი განვითარების პრინციპებისა და პრაქტიკის დამკვიდრება საზოგადოებისა და გარემოს ურთიერთკავშირის გზით. ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ ძლიერი და პასუხისმგებლობის მქონე სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას, ეფექტური გარემოსდაცვითი მმართველობისა და ანგარიშმგები კერძო სექტორის განვითარებას, რაც დაიცავს გარემოს და ხელს შეუწყობს ადამიანთა ცხოვრების გაუმჯობესებას.

CENN მუშაობს შემდეგ საკითხებზე:

** რესურსების (მიწის, წყლის, ტყის, ბიომრავალფეროვნების, ზღვის, მინერალური რესურსებისა და ენერგორესურსების) მართვა
** კლიმატის ცვლილება და ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირება (ეკოლოგიური მიგრაცია, კლიმატისათვის უსაფრთხო სოფლის მეურნეობა და ა.შ.)
** გენდერი და გარემო
** ნარჩენების მართვა და დაბუნძურება (ჰაერის, წყლის, ნიადაგის)
** მდგრადი განვითარება და სოციო-ეკონომიკური ინტეგრაცია (სივრცითი მოწყობა, სოფლისა და ურბანული განვითარება და ა.შ.)

მეტი ინფორმაციისათვის იხილეთ ორგანიზაციის ვებ-გვერდი: www.cenn.org

დავალების აღწერა:

CENN აცხადებს ტენდერს შემდეგ საექსპერტო მომსახურებაზე: ორგანიზაციის საჭიროებების შეფასება რესურსების მართვისა და დაგეგმვის სისტემის მოდულის შემუშავებისათვის. შერჩეულმა ექსპერტმა/კომპანიამ უნდა შეიმუშაოს ორგანიზაციის მენეჯმეტთან და სტრუქტურული ერთეულების ძირითად შემსრულებლებთან ინტერვიუების საფუძველზე და მათ საჭიროებებზე დაყრდნობით, ორგანიზაციის რესურსების მართვისა და დაგეგმვის სისტემის მოდული. მოდულმა უნდა შექმნას ერთიანი ფუნქციონალური გარემო ორგანიზაციის ყველა თანამშრომლისათვის და მენეჯმენტს უნდა მისცეს ონლაინ რეჟიმში მართვისა და მონიტორინგის საშუალება. მოდული უნდა იყოს ფინანსური მენეჯმენტის, ბუღალტერიის, ადმინისტრაციული პროცესების, დაგეგმარების, მარაგების და სხვა მოთხოვნისამებრ საჭირო სეგმენტების უწყვეტი მთლიანობა.

განაცხადის ფორმატი:

განაცხადი უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

** ექსპერტის რეზიუმე/კომპანიის პრეზენტაცია (ხაზგასმით მსგავს გამოცდილებაზე);
** შექმნილი სისტემების ჩამონათვალი, დახასიათება და საექსპერტო წვლილი;
** სამუშაოს შესრულების მეთოდოლოგია და მიდგომა;
** სამუშაოს განხორციელების გრაფიკი;
** ფასის შეთავაზება.

დაინტერესებულმა პირებმა განაცხადი უნდა შეიტანონ CENN-ში, შორენა ებანოიძის სახელზე, შემდეგ მისამართზე: თბილისი, ბეთლემის ქ. 27, ან გამოაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: shorena.ebanoidze@cenn.org

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 2017 წლის 31 მარტი, 18:00.
 
ყველა ტენდერი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე