პროექტის ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: პროექტის ასისტენტი
მომწოდებელი: ჰერა XXI
გამოქვეყნდა: 15 მარ / ბოლო ვადა: 15 აპრ
არასამთავრობო ორგანიზაცია ასოციაცია "ჰერა XXI" აცხადებს ვაკანსიას პროექტის ასისტენტის პოზიციაზე,

არასამთავრობო ორგანიზაცია ასოციაცია "ჰერა XXI" 15 წელზე მეტია, რაც ხელს უწყობს რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების წინ წამოწევას საქართველოს მოსახლეობაში. მხარს უჭერს მოხალისეთა ჩართულობას მთელი ქვეყნის მასშტაბით, უზრუნველყოფს სქესობრივ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და უფლებებთან დაკავშირებულ ისეთ ინფორმაციასა და სერვისებზე ხელმისაწვდომობას ,რომელიც იცავს თითოეული ადამიანის სქესობრივ უფლებებს და მიზნად ისახავს მარგინალიზებული მოსახლეობის მოთხოვნების დაკმაყოფილებას . დამატებითი ინფორმაციისთვის იხ. ვებ გვერდი: www.hera-youth.ge

მდებარეობა: თბილისი
დასაქმების სტატუსი: სრული დატვირთვა

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია სამედიცინო);
** რეპროდუქციული ჯანმრთელობის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ან სოციალურ სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
** პროექტების დაგეგმვისა და განხორციელების თეორიული და პრაქტიკული გამოცდილება;
** სასურველია ინგლისური ენის სრულფასოვანი ცოდნა;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების Word, Excel, PowerPoint ცოდნა, ელექტრონული ფოსტის სარგებლობა.

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** ოგანიზებული მუშაობის უნარი;
** კრეატიული და ანალიტიკური აზროვნება;
** სამუშაო დროის დაგეგმვისა და განაწილების უნარი;
** ანგარიშების (რაპორტების) მომზადების უნარი;
** დოკუმენტების წარმოების უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი (როგორც ზეპირი, ისე წერილობითი);
** პრეზენტაბელურობა, ინფორმაციის გამართულად გადაცემის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, პუნქტუალურობა.

ძირითადი მოვალეობები:

** ასოციაციის პროექტებისა და პროგრამების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში ჩართულობა;
** შეხვედრების, ტრეინინგების და სემინარების ორგანიზება;
** ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან, სტუდენტურ თვითმმართველობებთან კომუნიკაცია თანამშრომლობა;
** თემის მობილიზაცია და მათი საჭიროებების შესწავლა;
** საინფორმაციო-საგანმანათლებლო მასალების მომზადება;
** საინფორმაციო-საგანმანათლებლო კამპანიების დაგეგმვა;
** სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან თანამშრომლობა და კოორდინაცია;
** ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;
** შესრულებული სამუშაოს შესახებ ანგარიშების მომზადება (რაპორტინგი);
** პროექტის კოორდინატორთან და კომუნიკაციის ოფიცერთან მჭიდრო თანამშრომლობა.

მივლინებები: მოცემულ პოზიციაზე მომუშავე პირს მოუწევს მივლინება საქართველოს მასშტაბით.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ ავტობიოგრაფია (CV) და სამოტივაციო წერილი შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: association_hera@yahoo.com

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: 2 142853.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე