რეგიონული მენეჯერი - დასავლეთ საქართველო
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: რეგიონული მენეჯერი - დასავლეთ საქართველო
მომწოდებელი: ნუტრიმაქსი
გამოქვეყნდა: 15 მარ / ბოლო ვადა: 31 მარ
კომპანია "ნუტრიმაქსი" 2009 წლიდან წარმატებით საქმიანობს ქართულ ბაზარზე. მისი დანიშნულებაა საშუალო და მცირე ფერმერთა ცხოველებისა და ფრინველების უზრუნველყოფა უმაღლესი ხარისხის საკვებით, მისი დანამატებითა და კვების თანამედროვე მეთოდებით.

კომპანია "ნუტრიმაქსი" აცხადებს ვაკანსიას რეგიონული მენეჯერის თანამდებობაზე.

ადგილმდებარეობა: დასავლეთ საქართველო.

ფუნქცია-მოვალეობები:

** რეგიონში პროდუქტების გაყიდვების ზრდა გეგმების შესაბამისად
** რეგიონში პროდუქტებზე ხელმისაწვდომობის ზრდა - საცალო ქსელის გაფართოებასა და განვითარებაზე ზრუნვა.
** კომპანიის პროდუქტების დანერგვასა და პოპულარიზაციისათვის საჭირო სარეკლამო და PR აქტივობების დაგეგმვა და წარმართვა
** რეგიონის დილერის/დილერების აქტიური მხარდაჭერა დანერგვის, საცალო ქსელის განვითარებისა და გაყიდვების ზრდასთან დაკავშირებულ საკითხებში
** რეგიონში ბაზრის შესახებ ინფორმაციის შეგროვება, კონკურენტების ანალიზი და სათაო ოფისისათვის ამ ინფორმაციის მიწოდება შეთანხმებული სახით.
** რეგიონის დაბებისა და სოფლების ბაზების შედგენა. ვიზიტები და რეგულარული განახლება
** რეგიონში პროდუქტების სარეკლამო აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება
** რეგიონში პროდუქტების დანერგვის კუთხით აქტივობების ორგანიზება
** რეგიონში არსებულ მცირე და საშუალო ფერმერებთან ვიზიტების განხორციელება.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების ან ეკონომიკური პროფილის კუთხით
** აუცილებელია მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება გაყიდვების ორგანიზების კუთხით
** ინგლისური ენის ცოდნა სასურველია
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა აუცილებელია ნორმალურ დონეზე.
** აუცილებელია მართვის მოწმობა (სასურველია ავტომობილის ქონა).

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაბელურობა
** ენერგიულობა
** ორგანიზებულობა
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.

საწყისი ანაზღაურება: 1,000 ლარიდან.
პოზიცია ითვალისწინებს ასევე საბონუსე სქემას.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: s.zhorzholiani@csg.com.ge 2017 წლის 31 მარტის ჩათვლით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე